ტუტემიწა ლითონები
ჯგუფი → | 2 |
---|---|
↓ პერიოდი | |
2 | Be4 |
3 | Mg12 |
4 | Ca20 |
5 | Sr38 |
6 | Ba56 |
7 | Ra88 |
ტუტემიწა ლითონები — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეორე ჯგუფის ქიმიური ელემენტები. მათში ერთიანდება: ბერილიუმი (Be), მაგნიუმი (Mg), კალციუმი (Ca), სტრონციუმი (Sr), ბარიუმი (Ba) და რადიუმი (Ra). მათი ჟანგვის ხარისხია +2. აქვთ მსგავსი ფიზიკური და ქიმიური თვისებები (განსაკუთრებით Ca, Sr და Ba).
პერიოდული სისტემის ამ სპეციფიკურმა ჯგუფმა სახელი მათი ოქსიდებიდან მიიღო, რომლებისგანაც ძირითადად ადვილად მიიღება შესაბამისი ტუტეები. ეს ოქსიდები ისეთ მაღალ ტემპერატურებზე ლღვებიან, რომ მყარი („მიწა“) რჩება ხანძრის დროსაც. გარდა ბერილიუმისა და მაგნიუმისა, ამ ლითონებს ახასიათებთ სხვადასხვა ფერის კაშკაშა ალი წვისას: აგურისფერი კალციუმს, შინდისფერი სტრონციუმს, მწვანე ბარიუმს და ჟოლოსფერი რადიუმს.
ისევე, როგორც სხვა ჯგუფის ელემენტები, ამ ჯგუფის ელემენტებიც გვიჩვენებენ კანონზომიერებას ელექტრონულ კონფიგურაციაში, განსაკუთრებით კი ბოლო შრეში, რომელიც განსაზღვრავს მათ ქიმიურ ქცევას:
- ენერგეტიკულ დონეებზე ელექტრონების განაწილება
Z | ელემენტი | ელექტრონების განაწილება ენერგეტიკულ დონეებზე |
---|---|---|
4 | ბერილიუმი | 2, 2 |
12 | მაგნიუმი | 2, 8, 2 |
20 | კალციუმი | 2, 8, 8, 2 |
38 | სტრონციუმი | 2, 8, 18, 8, 2 |
56 | ბარიუმი | 2, 8, 18, 18, 8, 2 |
88 | რადიუმი | 2, 8, 18, 32, 18, 8, 2 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 81.
- მეორე ჯგუფი - ტუტემიწა ლითონები, ქიმიის სამეფო საზოგადოება.
- პირველი ჯგუფი - ტუტე ლითონები და მეორე ჯგუფი - ტუტემიწა ლითონები, დოქტორ ბრაუნის ქიმიის კლინიკა.
- სამეცნიერო დახმარება: მეორე ჯგუფის ლითონები. დაარქივებული 2014-03-28 საიტზე Wayback Machine.