ტურინის პაპირუსის რუკა

ძველეგვიპტური, მსოფლიოში უძველესი დღემდე შემორჩენილი გეოგრაფიული და გეოლოგიური რუკა

ტურინის პაპირუსის რუკა — ძველეგვიპტური რუკა, რომელიც ჩვეულებრივ განიხილება, როგორც მსოფლიოში უძველესი დღემდე შემონახული გეოგრაფიული და გეოლოგიური რუკა.

რუკის მარცხენა მხარე
რუკის მარჯვენა მხარე

რუკაზე გამოსახულია ჰაზი-ჰამამამათის 15 კილომეტრიანი ხეობა. მასზე მითითებულია ასევე მიმდებარე სოფლები, მთები, ოქროს საბადოები და კარიერები. რუკა დასრულებულია ძვ. წ. 1600 წელს რამსეს IV-ის მიერ ორგანიზებული ექსპედიციის მონაწილეებისათვის.

რუკა, რომელიც ამჟამად გამოფენილია ტურინის ეგვიპტურ მუზეუმში, აღმოაჩინა ნაპოლეონის ელჩმა ეგვიპტეში საფრანგეთის გენერალურმა კონსულმა ბერნარდინო დროვეტიმ დეირ-ელ-მედინაში, თებეს ხელოსანთა სოფელში.

აღდგენის შემდეგ მისი ზომებია 280X14 სმ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Harrell, J.A. and V.M. Brown, 1992a, «The world’s oldest surviving geological map — the 1150 BC Turin papyrus from Egypt», Journal of Geology 100 (1992), pp.3-18.
  • Harrell, J.A. and V.M. Brown, 1992b, «The oldest surviving topographical map from ancient Egypt (Turin Papyri 1879, 1899 and 1969)», Journal of the American Research Center in Egypt 29 (1992), pp.81-105.