ტურინის მეტროპოლიტენი
ტურინის მეტროპოლიტენი Metropolitana di Torino | |
---|---|
ინფორმაცია | |
ქვეყანა | იტალია |
ქალაქი | ტურინი |
გახსნის თარიღი | 4 თებერვალი 2006 წ. |
ხაზის სიგრძე | 15,1 კმ. |
სადგურთა რაოდენობა | 23 |
ხაზთა რაოდენობა | 1 |
მგზავრები დღეში | 87 000 |
მგზავრები წელიწადში | |
ხაზების სქემა | |
ტურინის მეტროპოლიტენი — მე-6 მეტროპოლიტენი იტალიაში რომის, მილანის, ნეაპოლის, კატანიის, გენუის შემდეგ. გაიხსნა 2006 წლის 4 თებერვალს. თავდაპირველად შედგებოდა 1 ხაზისგან, რომლის ბაზასაც წარმოადგენდა ავტომატური სისტემა VAL. იგი იწყება ქალაქის ცენტრში რკინიგზის მთავარ სადგურზე ”პორტა ნუოვა”, გადაკვეთს ქალაქის ცენტრს სადგურ ”პორტა სუზას” გავლით და გრძელდება დასავლეთით Collegno-მდე.
ტიპური სადგური 19 მ. სიგანით და 60 მ. სიგრძით, მდებარეობს საშუალო სიღრმეზე 16 მ.-ზე. პლატფორმებს გზებისგან აცილებს ბადისებრი კარები. მიუხედავად იმისა, რომ სადგურები ღია მეთოდებით შენდებოდა, გამავალი გვირაბები ჭაბურღილებით გაითხარა (7,8 მ. დიამეტრით).
სამუშაო განრიგი: 04:45 — 24:00.
პიკის საათებში მატარებლები 2 წუთიანი ინტერვალებით მოძრაობენ, დანარჩენ დროს კი — 4-6 წთ.
მოძრავი შემადგენლობა
რედაქტირება2001 წლის ოქტომბერში 23 მატარებლის შეკვეთა ჰქონდა Siemens-ს და ავსტრიაში ააწყვეს. 28 შემადგენელი VAL ფორმირებული 4 ვაგონად სიგანით 2,08 მ., თითოეული მატარებლის სიგრძე კი - 52 მ. იყო.
რეგიონთა გახსნის ქრონოლოგია
რედაქტირება- 4 თებერვალი 2006: «XVIII დიჩემბრე» — «ფერმი» (7,5 კმ.)
- 5 ოქტომბერი 2007: «XVIII დიჩემბრე» — «პორტა ნუოვა» (2,1 კმ.)