ნეაპოლის მეტროპოლიტენი
ნეაპოლის მეტროპოლიტენი | |
---|---|
ინფორმაცია | |
ქვეყანა | იტალია |
ქალაქი | ნეაპოლი |
გახსნის თარიღი | 28 მარტი, 1993 |
ხაზის სიგრძე | 20,2 კმ.[1] |
სადგურთა რაოდენობა | 22 |
ხაზთა რაოდენობა | 2[1] |
მგზავრები დღეში | 470 000 (2005) |
მგზავრები წელიწადში | |
ხაზების სქემა | |
ნეაპოლის მეტროპოლიტენი (იტალ. Metropolitana di Napoli) — საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა, რომელიც იტალიის ქალაქ ნეაპოლს ემსახურება. მოიცავს ოთხ მიწისქვეშა ჩქაროსნულ სარკინიგზო ხაზს, გადამყვანი მატარებლების ქსელს, და ოთხ ფუნიკულარულ ხაზს, დაგეგმილი გაფართოებითი სამუშაოებით. ნეაპოლში მეტროპოლიტენს შემოკლებით la Metro-ს უწოდებენ.
1.2 მლნ მოსახლეობით ნეაპოლი იტალიის მეორე უმსხვილესი ქალაქია. 2005 წელს ნეაპოლის მეტროს დღიურად 470,000 მგზავრი გადაჰყავდა (წლიურად 29 მლნ), თუმცა, მშენებარე სადგურების ექსპლუატაციაში შესვლით უკვე 2011 წლისთვის დღიური მგზავრთა გამტარობა 700,000 შეადგენს.
ქალაქში მზადდება მასშტაბური პროექტი, რომელიც მთელი ჩქაროსნული სისტემის გაფანტულ ქსელებს დააკავშირებს ერთმანეთთან. ნავარაუდევია საერთო ჯამში ათი ხაზი, ახალი გადასაჯდომი სადგურებითა და პარკირების ადგილებით. დასასრულ, არსებული ოთხი ფუნიკულარული ხაზი, რომელიც Vomero-ს ფერდობოვან ცენტრალურ უბანს ემსახურება, ერთიან სისტემაში უნდა იქნას ჩართული.
ხაზების საერთო სიგრძეა 53.8 კმ 70 სადგურით, რომელიც დაგეგმილი ხაზბის ამოქმედების შემდეგ ევროპაში 30-ე, ხოლო მსოფლიოში 77-ე ადგილს დაიკავებს საქალაქო რკინიგზის ხაზების სიგრძის მიხედვით. იტალიაში ნეაპოლის მეტროს მესამე ადგილი უჭირავს რომისა და მილანის მეტროპოლიტენების შემდეგ.
ისტორია
რედაქტირებანეაპოლში პირველი რკინიგზა ნეაპოლ-პორტიკის ხაზი იყო, რომელიც 7.640 კმ სიგრძე გაიყვანეს და ოფიციალურად 1839 წელს გახსნეს, მხოლოდ ცხრა წლის შემდეგ გაიხსნება მანჩესტერის და ლივერპულის საქალაქთაშორისო რკინიგზა.
მე-19 საუკუნის დამლევს სხვადასხვა კომპანიებს შეჯიბრებითობის პრინციპით გაჰყავდათ ხაზები ქალაქის დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით და ღარიბთა დასახლებებიდან ჩრდილოეთის მდიდრების გარეუბნებამდე.
1911 წელს ნეაპოლიდან რომისკენ მიმავალი რკინიგზის მშენებლობა დაიწყო, რომელიც პირველმა მსოფლიო ომამ შეაჩერა, თუმცა, სრულიად მოულოდნელად, 1925 წელს გაიხსნა. ამ ხაზის საქალაქო ნაწილი დღესდღეობით ნეაპოლის მეტრო მეორე ხაზზად არის გადაკეთებული.
ფაშიზმის პერიოდში, 1922-1939 წლებში ნეაპოლში რკინიგზის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად არაერთი სამუშაო ჩატარდა.
ნეაპოლში მიმოფანტული რკინიგზების შეერთების იდეა პირველად 1950-იან წლებში გაჟღერდა როგორც ომის შემდგომ დანგრეული ქალაქის აღდგენითი გეგმის ნაწილი. 1960-იან წლებში უკვე საბოლოო ჩამოყალიბებამდე მისული პროექტი ფინანსების ნაკლებობამ და ქალაქში კორუფციის მაღალმა დონემ შეაჩერა. ხაზების დაკავშირების ბოლო მშენებლობა 1976 წელს დაიწყო, რათა ქალაქის გარეუბნები ცენტრთან დაეკავშირებინათ 1990 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატისთვის.
ნეაპოლის პირველი ჩქაროსნული საქალაქო რკინიგზა საბოლოოდ 1993 წლის 23 მარტს გაიხსნა და Metropolitana Collinare (მთა-გორიანი მეტროპოლიტენი) ეწოდა.
ხაზები
რედაქტირებასახელი | რუკის ფერი | გაიხსნა ამუშავდა |
პირველი სექცია გაიხსნა * |
სახელი დაერქვა |
ტიპი | სიგრძე /კმ |
სიგრძე /მლ |
სადგურები | მარშრუტები წლიურად (მილიონი) |
საშუალო მარშრუტები მილებით (მილიონი) |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 ხაზი | ლურჯი | 1993* | 1993 | 2001 | ღრმა დონე | 18[1] | 8.38 | 18[2] | 34,675 | |
6 ხაზი | ცისფერი | 2007[3] | 2007 | 2001 | ღრმა დონე | 2.3 | 1.42 | 4[3] | ||
* სადაც მეტროპოლიტენის ხაზის გახსნამდე რკინიგზა მუშაობდა ძველი ქსელით. |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნეაპოლის მეტროპოლიტენის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2009-04-18 საიტზე Wayback Machine.
- Urbanrail.net ნეაპოლის რკინიგზის საიტი დაარქივებული 2009-03-24 საიტზე Wayback Machine.
- Mobility Plan of the Municipality of Naples
- Metroitaliane: page dedicated to Metro Napoli დაარქივებული 2008-05-28 საიტზე Wayback Machine.
- amateur site on the public transport system in Naples
- MondoTram: Tram in the world with a section on Naples, a forum and many news
- site that lists all existing metropolitan Italy დაარქივებული 2008-02-22 საიტზე Wayback Machine.
- Subway napoli.htm of Naples[მკვდარი ბმული]
- Naples Metro Gallery დაარქივებული 2006-05-03 საიტზე Wayback Machine.
- Interactive map of the metropolitan Naples[მკვდარი ბმული]
- Circumvesuviana, ოფიციალური საიტი დაარქივებული 2007-06-14 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 anm in cifre Italian. Azienda Napoletana Mobilità s.p.a. (ANM). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-11. ციტირების თარიღი: 2015-06-19.
- ↑ metro Italian. Azienda Napoletana Mobilità s.p.a. (ANM). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-20. ციტატა: „Serve complessivamente 17 stazioni su un percorso di 18 km di rete, raggiungendo in alcuni punti una pendenza del 5,5%. ([Line 1] serves a total of 17 stations over a distance of 18 km network, reaching in places a slope of 5.5%.)“ ციტირების თარიღი: 2015-06-19. Including Municipio station that opened in June 2015, there are now 18 stations on Line 1.
- ↑ 3.0 3.1 metro Italian. Azienda Napoletana Mobilità s.p.a. (ANM). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-20. ციტირების თარიღი: 2015-06-19.