მილანის მეტროპოლიტენი
მილანის მეტროპოლიტენი (იტალ. Rete metropolitana di Milano) — მილანის მიწისქვეშა სატრანსპორტო სისტემა; იტალია. მეტროქსელი მოიცავს ხუთ ხაზს, მათ შორის არის როგორც მეტროს (M ხაზი), ასევე საგარეუბნო-სარკინიგზო (S ხაზი) და რეგიონული-სარკინიგზო მომსახურების (R ხაზი) ხაზები.
- ხაზი M1 წითელი - 26.9 კმ - 38 სადგური
- ხაზი M2 მწვანე - 39.4 კმ - 35 სადგური
- ხაზი M3 ყვითელი - 16.7 კმ - 21
- ხაზი M4 ლურჯი - 5.7 კმ - 6 სადგური
- ხაზი M5 იასამნისფერი - 12.9 კმ - 19
მილანის მეტროპოლიტენი | |
---|---|
ინფორმაცია | |
ქვეყანა | იტალია |
ქალაქი | მილანი |
გახსნის თარიღი | 1 ნოემბერი 1964 წ. |
ხაზის სიგრძე | 102 კმ. |
სადგურთა რაოდენობა | 119 |
ხაზთა რაოდენობა | 5 |
მგზავრები დღეში | 1.39 (2018 წ.) |
მგზავრები წელიწადში | 369 (2018 წ.) |
ხაზების სქემა | |
მეტრო San Raffaele Gobba/S.Raffaele (ხალხის გადამყვანი) - 0.7 კმ - 2 სადგური
სადგურების საერთო რაოდენობა 106-ია.
ისტორია
რედაქტირებამილანში მეტროპოლიტენის აშენებაზე ჯერ კიდევ 1848 წელს დაისვა საკითხი. დანარჩენი პროექტები 1914 და 1925 წელს შეადგინეს. 1937 წლის გეგმით უნდა აშენებულიყო 7 ხაზი, მაგრამ, მეორე მსოფლიო ომმა ეს წამოწყებაც შეაჩერა. მეტროს მშენებლობა საბოლოოდ 1957 წელს დაიწყო. 1906 წელს მსოფლიო ბაზრობისთვის ტრამვაის ხაზი აშენდა. ხაზი ბაზრობის ორ მთავარ წერტილს: Piazza d'Armi-სა და Arena Stadium-ს ქალაქის ცენტრთან აკავშირებდა. ხაზის დემონტირება მოხდა რვა წლის შემდეგ. ეს შეიძლება მივიჩნიოთ პირველ დამოუკიდებელ იტალიურ ელექტროფიცირებულ რკინიგზად.
- მილანის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი (M1) 1964 წელს გაიხსნა 7-წლიანი მშენებლობის შემდეგ და Lotto-სა და Sesto Marelli-ს სადგურებს მოიცავდა. ამჟამად სადგურ Sesto 1º Maggio FS-დან სადგურ Rho Fieramilano /Bisceglie-მდეა დაგრძელებული.
- 1969 წელს გაიხსნა მეორე ხაზი (M2) Caiazzo-დან Cascina Gobba-მდე (7 სადგურით). დღეისათვის მოიცავს სადგურ Piazza Abbiategrasso /Assago Milanofiori Forum-დან სადგურ Cologno Nord /Gessate-მდე 40,4 კმ-იან მონაკვეთს.
- 1990 წელს ექსპლუატაციაში შევიდა მესამე ხაზი (M3) 5 სადგურით. დანარჩენი 9 სადგური მესამე ხაზზე ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით 1991 წელს გაიხსნა, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით 2004 წელს. 2023 წლისთვის ხაზი იწყება სადგურით San Donato და სრულდება Comasina-ს სადგურზე. მესამე ხაზზე სულ 21 სადგურია.
- მეოთხე ხაზი Linate Aeroporto - Dateo უახლესია; გაიხსნა 2022 წელს, სადაც 5,7 კმ-ის სიგრძეზე 6 სადგურია განთავსებული.
- მეხუთე ხაზი Bignami - San Siro Stadio 2013-2015 წლებში ამოქმედდა. მისი სიგრძეა 12,9 კმ და 19 სადგური აქვს.