ტურიზმი ჩრდილოეთ კორეაში

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ტურიზმი ჩრდილოეთ კორეაში — სფერო, რომელსაც მკაცრად აკონტროლებს ჩრდილოეთ კორეის მთავრობა. მთლიან ტურისტულ სისტემას მართავს სახელმწიფო ბიურო. [1] ყოველწლიურად 4000-დან 6000-მდე დასავლელი ტურისტი სტუმრობს ჩრდილოეთ კორეას .

კუმგანის მთა

შეზღუდვები და გაფრთხილებები

რედაქტირება

ისტორიულად მკაცრად კონტროლდებოდა ურთიერთობა უცხოელ ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. [2] 2013 წლის იანვრის მონაცემებით, უცხოელებს შეუძლიათ შეიძინონ სიმ ბარათები ფხენიანის აეროპორტში, [3] რაც უზრუნველყოფს საერთაშორისო ზარის ხელმისაწვდომობას. [4]

შვედეთის დიპლომატიური მისია ჩრდილოეთ კორეაში ხაზს უსვამს, რომ ჩრდილოეთ კორეის ერის, მისი ლიდერების და მისი სიმბოლოების მიმართ უპატივცემულობამ, როგორიცაა ეროვნული დროშა, მათი ლიდერების პორტრეტები, პროპაგანდისტული პლაკატები და ა.შ., შეიძლება გამოიწვიოს თავისუფლების აღკვეთა. [5]

2017 წლის 1 სექტემბრიდან შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა აკრძალა ჩრდილოეთ კორეაში გამგზავრებისთვის აშშ–ს პასპორტების გამოყენება (გარდა სპეციალური ვალიდაციისა), მათი მტკიცებით, აშშ–ს მოქალაქეები ექვემდებარებიან დაპატიმრებას და ემუქრებათ გრძელვადიანი პატიმრობა იმ ქმედებებისთვის, რომლებიც არ არის დაკავების მიზეზი შეერთებულ შტატებში ან სხვა ქვეყნებში. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე აღნიშნა, რომ მიიღო შეტყობინება ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების შესახებ, რომ ბრალდების გარეშე დააკავეს აშშ-ს მოქალაქეები და არ გაუშვეს ქვეყნიდან. [6] ჩრდილოეთ კორეამ დააკავა აშშ-ს მოქალაქეები, რომლებიც ორგანიზებული ტურების მონაწილეები იყვნენ. [7] 2017 წლის 1 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა გაავრცელა სამოგზაურო გაფრთხილება შეერთებული შტატების მოქალაქეებისთვის, გააფრთხილა სტუმრები ჩრდილოეთ კორეაში მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ. 

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები

რედაქტირება

სავარაუდო სიები

    • მღვიმეები კუჯანგის რაიონში (2000)
    • ისტორიული რელიქვიები ფხენიანში (2000)
    • მთ. ჩილბო (2000)
    • მთ. კუმგანი და რელიქვიები მთის მიდამოებში (2000)
    • მთ. მიოჰიანგი და რელიქვიები მთასა და მის გარშემო (2000)

ექსკურსიები

რედაქტირება

ტურისტებმა უნდა იმოგზაურონ ექსკურსიებით. 2011 წლის ივნისისათვის ჩინეთის ჩრდილოეთ საზღვარი გაიხსნა და ჩინეთის მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ საკუთარი მანქანებით გადაადგილება ლუოსკენ, ჩრდილოეთ კორეის პატარა დასახლება ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრის რეგიონში, სადაც მათ თავისუფლად შეუძლიათ დაათვალიერონ და გადაიღონ ფოტოები. ეს განიხილება, როგორც პირველი ნაბიჯი ამ რეგიონში გაფართოებული ტურიზმისა და განვითარებისკენ.  2013 წლის დეკემბრიდან ჩრდილოეთ კორეამ დაიწყო ტურისტების მიღება ზამთრის სეზონზე.

ტურისტებს შეუძლიათ ისარგებლონ თვითმფრინავით ფხენიანისკენ, პეკინიდან, შენიანიდან და შანხაიდან..

ტურისტები დასავლეთის ქვეყნებიდან

რედაქტირება
 
მუნსუს წყლის პარკი

დასავლელებისთვის კერძო ტუროპერატორების მიერ ორგანიზებული მცირე რაოდენობის ექსკურსიები არსებობს, რომლებიც ეხმარებიან დაინტერესებულ პირებს ჩრდილოეთ კორეაში შესვლაში. [8]

2016 წელს ამერიკული კოლეჯის სტუდენტი ოტო უორმბირი დააპატიმრეს და მიუსაჯეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, იმის გამო, რომ მან, სავარაუდოდ, ფხენიანის სასტუმროში კედლიდან პროპაგანდისტული პლაკატი ჩაამოიღო. მოგვიანებით იგი გაათავისუფლეს და კომაში მყოფი დაბრუნდა აშშ-ში, ოტო უორმბირი გარდაიცვალა 2017 წლის 19 ივნისს.

ტურები სამხრეთ კორეიდან

რედაქტირება
 
ტურისტული ექსკურსიაკესონში

2002 წელს კუმგანის მთის მიმდებარე ტერიტორია, სამხრეთ კორეის საზღვართან ახლოს მდებარე მთა, ტურისტული დანიშნულების ადგილი გახდა. კერძო კომპანიების მიერ ჩატარებულმა ტურებმა ყოველწლიურად ათასობით სამხრეთ კორეელი მიიყვანა კიმგანის მთაზე. [9] ტურები შეჩერდა 2008 წლის ბოლოს სამხრეთ კორეელი ტურისტის დახვრეტის გამო. [10]

ტურები ჩინეთიდან

რედაქტირება

2010 წლის აპრილში პირველი ტურისტული მატარებლებით ჩავიდნენ სტუმრები ჩინეთიდან ჩრდილოეთ კორეაში ოთხდღიანი ტურით. [11]

2011 წლის ივნისში ჩინეთის მოქალაქეებს ნება დართეს დამოუკიდებელი ტურებით ჩასულიყვნენ ჩრდილოეთ კორეაში. [12]

2016 წელს ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ ჩინელ ტურისტებს ჩრდილოეთ კორეაში მაქსიმუმ ექვსი თვის განმავლობაში დარჩენის ნება დართო. [13]

 
ჩრდილოეთ კორეაში შესვლა ფხენიანის საერთაშორისო აეროპორტის საშუალებით

თეორიულად ნებადართულია ნებისმიერი პირის გამგზავრება ჩრდილოეთ კორეაში. მხოლოდ სამხრეთ კორეელებსა და ჟურნალისტებს რუტინულად უარს ეუბნებიან, თუმცა ჟურნალისტებისთვის გამონაკლისებიც არსებობდა. მაგალითად, ხორვატ ჟურნალისტებს სპეციალური წვდომა ჰქონდათ 2012 წლის ივნისში, თუმცა მათ ტელეფონები ჩამოართვეს და უკან დაბრუნებისას დაუბრუნეს და მათ სპეციალური მეგზური ჰყავდათ.

მხოლოდ სინგაპურისა და მალაიზიის მოქალაქეებს მიეცათ ჩრდილოეთ კორეაში ნორმალური პასპორტით შესვლის უფლება ვიზის გარეშე, თუმცა ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეღავათები გაუქმდა 2017 წლის თებერვალში. [14] [15]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Jong Hwa Sun. Understanding Korea: Tourism & Investment. Foreign Languages Publishing House. 
  • Ouellette, Dean J. „The Tourism of North Korea in the Kim Jong-un Era: Propaganda, Profitmaking, and Possibilities for Engagement“. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  • Willoughby, Robert (2003). North Korea: The Bradt Travel Guide. Bradt Travel Guides. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Borowiec, Steven. Despite warnings, more Western tourists are traveling to North Korea.
  2. Compare: „On holiday in North Korea“. BBC News. ციტირების თარიღი: 2008-01-04.
  3. North Korea Loosens Cell Phone Restrictions For Visiting Foreigners. The Huffington Post. ციტირების თარიღი: 11 June 2015.
  4. 3G Internet and SIM Card in North Korea: Prices, Nuts and Bolts - North Korea (DPRK) Tours and Travel. ციტირების თარიღი: 11 June 2015.
  5. Reseinformation Nordkorea (travel information North Korea. ციტირების თარიღი: 2016-03-22. Last updated: 2016-03-15. Translated from Swedish: "Respektlöshet mot värdlandet och dess symboler, i vid bemärkelse, tas mycket illa upp. Toleransnivån för störande beteende är minimal och sådant kan leda till fängelsestraff."
  6. Country Information: North Korea (Democratic People's Republic of Korea). ციტირების თარიღი: 15 January 2018.
  7. North Korea Travel Warning. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-22. ციტირების თარიღი: 2016-03-22. Last updated: November 20, 2015
  8. She sent Dennis Rodman to North Korea.
  9. „Tourism boost to North in works“. ციტირების თარიღი: 2008-09-16.
  10. S Korea hopes DPRK to begin dialogue over S Korean tourist shot dead. chinaview.cn. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 6, 2009. ციტირების თარიღი: 2009-07-12.
  11. Mu, Xuequan (2010-04-25). „China's first tourist train to DPRK starts 4-day tour“. Xinhua.
  12. Nick Rowlands, Reuters.com "Chinese motorists tour North Korea" Published 15 June 2011. https://www.reuters.com/video/2011/06/15/chinese-motorists-tour-north-korea?videoId=215962520&videoChannel=1
  13. „North Korean Visa Requirements: the Ins and Outs of Getting In and Out“. ChinaTours.com. ციტირების თარიღი: August 27, 2019.
  14. North Korea bans Malaysians .... (12 March 2017).
  15. „Visa-free travel for North Koreans reduced following Malaysia attack“. The Jakarta Post. 15 March 2017.