ტუგელა
ტუგელა (ინგლ. Tugela Falls) — აფრიკის უმაღლესი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წყალვარდნილი.[1] სიმაღლე 948 მ. მასზე მაღალი ჩანჩქერი მხოლოდ ანხელია (1054 მ). ტუგელა მდებარეობს ამავე სახელწოდების მდინარის ზემო ნაწილში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კვაზულუ-ნატალის პროვინციაში. იგი განსაკუთრებით კარგად მოჩანს თავსხმა წვიმების შემდეგ. ჩანჩქერი შედგება 5 წყალვარდნილისაგან. წყალვარდნილის ზემოთ არსებული წყალი სისუფთავით გამოირჩევა, დასალევად ვარგისია. ჩამოკვეთილი ადგილები ზამთარში ხშირად თოვლით იფარება. ჩანჩქერთან არის ორი მისასვლელი ბილიკი.
ტუგელა | |
კოორდინატები: 28°45′00″ ს. გ. 28°53′45″ ა. გ. / 28.75000° ს. გ. 28.89583° ა. გ. | |
---|---|
მდებარეობა | სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა |
სიმაღლე | 948 მ |
მდინარე | ტუგელა |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ტუგელა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Tugela Falls დაარქივებული 2009-11-13 საიტზე Wayback Machine. , World Waterfall Database, retrieved May 2, 2007