ანხელი
ანხელი — ყველაზე მაღალი ჩანჩქერი მსოფლიოში. მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, ვენესუელაში, ბოლივარის შტატში, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში მყოფი კანაიმის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, გადმოედინება აუიანტეპუის მთიდან. მისი ვარდნის სიმაღლეა 979 მეტრი. ანხელი იკვებება მდინარე კერეპის წყლით, რომელიც ერწყმის მდინარე კარაოს შენაკადს, მდინარე ჩურუნს. თავის მხრივ, ეს ყველა მდინარე ორინოკოს აუზს მიკეუთვნება.
![]() ჩანჩქერი ანხელი | |
კოორდინატები: 5°58′03″ ჩ. გ. 62°32′08″ დ. გ. / 5.96750° ჩ. გ. 62.53556° დ. გ. | |
---|---|
მდებარეობა |
სამხრეთი ამერიკა, ![]() |
სიმაღლე | 979 მ. მ |
მაქსიმალური სიმაღლე | 1059 |
ვარდნილები | 47 |
მსოფლიოში | 1 |
ჩანჩქერი აღმოაჩინა ჯეიმზ ეინჯელიმ 1936 წელს, სწორედ ამიტომ ჩანჩქერი, ეინჯელის (ინგლ. Angel) სახელს ატარებს.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- Angel Falls, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Angel Falls at the World Waterfall Database დაარქივებული 2018-03-13 საიტზე Wayback Machine.