ტრიქინელა (ლათ.Trichinella) — მრგვალი ჭიების წარმომადგენელი საშიში პარაზიტული ჭია. ის პარაზიტობს ღორის, დათვის და სხვა ცხოველთა კუნთებში. თუ ადამიანმა დაავადებული ხორცი შეჭამა, მას კუნთებში გაუჩნდება ეს ჭია, რაც იწვევს დაავადებას — ტრიქინელოზს. ამ დაავადების დროს ავადმყოფს აღენიშნება ძლიერი ფაღარათი, პირღებინება, მაღალი ტემპერატურა, კუნთების ტკივილი, ქუთუთოებისა და სახის შეშუპება.