ტრირის ამფითეატრი

ტრირის ამფითეატრი — რომაელთა დროიდან შემორჩენილი ამფითეატრი ტრირში. მშენებლობა დასრულდა ჩვ. წელთაღრიცხვის დაახლოებით 100 წელს და 20 000 მაყურებელს იტევდა.

ტრირის ამფითეატრი
ამფითეატრი და ცირკი რომაელთა დროს
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 367
ინგლ.რუს.ფრ.

ძეგლის არქიტექტურული აგებულება და მდებარეობა

რედაქტირება

არენას ქვევით სარდაფული სივრცე ჰქონდა, რომელიც დღესაც მემონახულია. აქვე იყო მექანიკური სახის კონსტრუქცია, რომელიც ძალიან ჰგავდა თანამედროვე ლიფტებს. ამ ლიფტის მეშვეობით სანახაობის მონაწილეები პირდაპირ მოხვდებოდნენ არენაზე. ამფითეატრი იყო ნაწილი რომაული ქალაქის კედლისა და მდებარეობდა პეტრისბერგის მთის ძირას. ერთ–ერთი მიზეზი, რის გამო ეს ნაგებობა ტრირის ამ ნაწილში ააშენეს და არა სხვაგან, იყო ის, რომ არ იყო საჭირო მიწის საგანგებოდ მოზიდვა, ანუ ძეგლი თავისი დანიშნულებით ზუსტად ერგებოდა აქაურ არქიტექტონიკას და თან ნაკლებ სამშენებლო ხარჯებსაც მოითხოვდა. ტრირის ამფითეატრი მიმართულია ჩრდილოეთისაკენ და ჩრდილოეთითა და სამხრეთით ორი გასავალი აქვს.

ძეგლის (დაახლოებით ჩვ. წელთაღრიცხვის 100 წ.) აშენებისთანავე იგი გადაიქცა ქალაქ ტრირის მცხოვრებთათვის თავშეყრის ერთ–ერთ მთავარ ადგილად. აქ ადგილობრივი ღირსეულნი, კეისრის ადგილობრივი მოხელეები (ასევე მოგვიანებით პირადად კეისარი მოქალაქეებს) სთავაზობდნენ პურსა და გართობას. ცხოველებისა (venationes) და გლადიატორების ბრძოლებისას სიკვდილ–სიცოცხლის ამბები წყდებოდა. გარდა ამისა, ამ ადგილას აცხადებდნენ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.

ტრირის ამფითეატრს ჰქონდა ასევე უჩვეულო დანიშნულება – იგი ასრულებდა ქალაქ ტრირის აღმოსავლეთ კარიბჭის ფუნქციასაც.

V საუკუნიდან ამფითეატრის ისევე როგორც ქალაქ ტრირის სხვა ძეგლების დაშლასა და არსებული ქვის სხვა სამშენებლო მიზნებით გამოყენებას შეუდგნენ.

1986 წელს ტრირის რომაული ამფითეატრი ქალაქი სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად იუნესკოს მსოფლიო კულტურის საგანძურთა სიაში შეიტანეს.

ღონისძიებები

რედაქტირება

გაზაფხულობით აქ ექსკურსიები იმართება, სადაც მსახიობები გლადიატორ ვალერიუსის ამბებს მოუთხრობენ მაყურებელს. გარდა ამისა, ყოველწლიურად აგვისტოს თვეში აქ იმართება გერმანიის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელოვნების ფესტივალი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

(გერმანულ ენაზე)