გლადიატორი (ლათ. gladius — „ხმალი“, „გლადიუსი“) — მებრძოლთა სახელი ძველ რომში, რომლებიც ერთმანეთს ან ცხოველებს ებრძოდნენ ძველ რომში მაყურებელთა განწყობის ასამაღლებლად.

„თითები ქვევით“ (Pollice Verso), ჟან ლეონ ჟერომი, 1872 წელი

ლეგენდარული რომაელი გლადიატორები სიცოცხლეს წირავდნენ იმისთვის, რომ მაყურებლები ცირკიდან კარგი განწყობით წასულიყვნენ. რომის იმპერიისთვის ეს სისხლიანი სანახაობა, ნარკოტიკების მსგავსი იყო.

ეს ეტრუსკული წეს-ჩვეულება რომაელთა ცხოვრებაში საკმაოდ ხანგრძლივი პროცესის შედეგად დამკვიდრდა. ამის მიზეზი შესაძლოა ისიც გახდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ბევრს მუშაობდა და ბევრსაც ომობდა, ხოლო გასართობად ცხენოსნობას ან თეატრალურ წარმოდგენებს ამჯობინებდა. გლადიატორთა ბრძოლამ სახალხო წარმოდგენის სახე ოფიციალურად მხოლოდ ჩვენს წელთააღრიცხვამდე 105 წელს მიიღო.

რომაელ არისტოკრატთა შორის თანდათან მოდაში შემოვიდა საკუთარი გლადიატორების ყოლა, რომლებსაც თავიანთი გამოსვლით პატრონისათვის არა მარტო შემოსავალი მოჰქონდა, არამედ პირადი დაცვის ფუნქციასაც ასრულებდნენ. ამ მხრივ ყველას იულიუს კეისარმა აჯობა, რომელსაც ერთ დროს 2 ათასი გლადიატორი ჰყავდა.

აღსანიშნავია, რომ გლადიატორები არა მხოლოდ მონად გაყიდულ ადამიანები ხდებოდნენ. მათ რიგებს ზოგჯერ ისეთებიც უერთდებოდნენ, რომლებსაც დიდება და სიმდიდრე ხიბლავდათ. ამ ”პროფესიის” საშიშროების მიუხედავად, სოციალურად დაბალი ფენიდან გამოსულ, მაგრამ ძლიერ ახალგაზრდას გამდიდრების შანსი ეძლეოდა. იმპერატორმა ნერონმა, ერთ-ერთ გლადიატორს მთელი სასახლეც კი აჩუქა. ზოგიერთი ცნობილი გლადიატორი კი ნებისმიერ მსურველს ფარიკაობის გაკვეთილს უტარებდა, რაშიც კარგ გასამრჯელოს იღებდა. ყველაზე ბოლოს არენაზე გლადიატორები გამოდიოდნენ, რომლებიც მარჯვენა ხელს იშვერდნენ და ყვიროდნენ:

ვიკიციტატა
„ ”კეისარო! სიკვდილისკენ მიმავალნი მოგესალმებით! “

თითქმის ყველა რომაელი იმპერატორი თამაშების გრანდიოზულობაში ერთმანეთს ეჯიბრებოდა, რითაც ხალხის ბრბოს სიყვარულის მოპოვებას ცდილობდა. იმპერატორმა ტიტუსმა კოლიზეუმის გახსნისას იმ 17 000 ებრაელის მოკვლის ბრძანება გასცა, რომლებიც ამ გიგანტური ნაგებობის მშენებლობაში მონაწილეობდნენ, ხოლო იმპერატორმა კომოდოსმა გლადიატორების სკოლა თავადაც გაიარა. იმპერატორის მონაწილეობით გამართული ყველა ბრძოლა მისი გამარჯვებით მთავრდებოდა.

სისხლიან ორგიებს საბოლოო წერტილი დაუსვა ქრისტიანულმა ეკლესიამ. 365 წელს ეკლესიამ, რომლის პირველი მიმდევრებიც არენაზე ცხოველების ლუკმად იქცნენ, ამ ორთაბრძოლების აკრძალვას მიაღწია, ხოლო 404 წელს ბერი ტელემაქი გლადიატორთა ბრძოლაში ჩაერია და საკუთარი სიცოცხლის ფასად, მათი შეჩერება შეძლო. ეს ინციდენტი უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა ქრისტიანი იმპერატორისთვის, რომელმაც გლადიატორთა ბრძოლა აკრძალა.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: