ტრანსილვანიის გამაგრებული სოფლები
ტრანსილვანიის გამაგრებული სოფლები (რუმ. Biserici fortificate din Transilvania) — მოიცავს რუმინეთში, ტრანსილვანიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე გერმანული წარმოშობის ხალხის, ტრანსილვანიელი საქსებისა და უნგრული წარმოშობის სეკეების სოფლებს, რომლებიც ფორტიფიცირებული ეკლესიების ირგვლივაა გაშენებული. რეგიონში 150 კარგად შემონახული ასეთი ეკლესია მდებარეობს, რომლებიც სხვადასხვა არქტიექტურულ სტილშია ნაგები XIII - XVI საუკუნეებში. 1999 წლიდან, შვიდ სოფელში მდებარე ეკლესიები შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
ტრანსილვანიის გამაგრებული სოფლები* | ||
---|---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | ||
სოფელ ბიერტანის გამაგრებული ეკლესია | ||
ქვეყანა | რუმინეთი | |
ტიპი | კულტურული | |
კრიტერიუმები | iv | |
სია | [1] | |
რეგიონი** | ევროპა | |
კოორდინატები | 46°08′09″ ჩ. გ. 24°46′23″ ა. გ. / 46.13583° ჩ. გ. 24.77306° ა. გ. | |
გაწევრიანების ისტორია | ||
გაწევრიანება | 1993 (მე-17 სესია) | |
ნომერი | 596 | |
გაფართოება | 1999 | - |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 596 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ტრანსილვანიის საქსონური სოფლები XIII საუკუნეში გამოჩნდა, როდესაც უნგრეთის მეფემ ამ არეალში გერმანელი კოლონისტები ჩაასახლა. მათ პროვინციის მოსახლეობაში სპეციალური ეროვნების სტატუსი ჰქონდათ და მთელი მათი ცივილიზაცია მიმართული იყო გადარჩენისა და განვითარებისაკენ, რისთვისაც მათ საკმაოდ ძლიერი ფერმერთა, ხელოსანთა და ვაჭართა გაერთიანებები შექმნეს. იმის გამო, რომ მათი საცხოვრებელი ტერიტორია მუდმივად ოსმალებისა და თათრების თავდასხმის საშიშროებას განიცდიდა, მათ სხვადასხვა ზომის თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობა დაიწყეს. ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქები მთლიანად გაამაგრეს, ხოლო პატარა კომუნებში სიმაგრეები ეკლესიის ირგვლივ ააგეს, სადაც მათ დაამატეს თავდაცვითი კოშკი და საწყობები მათთვის ღირებული ქონების შესანახად.
გალერეა
რედაქტირება-
Viscri
-
Prejmer
-
Şeica Mică
-
Biertan
-
Valea Viilor
-
Axente Sever
-
Brateiu
-
Dealu Frumos
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Description on the UNESCO's site
- The list of Transylvanian villages with fortified churches on the site of the Institute for Cultural Memory
- Saxon fortified churches and citadels from Transylvania დაარქივებული 2011-07-14 საიტზე Wayback Machine.
- Mihai Eminescu Trust
- Complete list of the German villages in Transylvania (in German)
- Description of the sites on worldheritagesite.org დაარქივებული 2004-01-17 საიტზე Wayback Machine.
- Saxon fortified churches in Transylvania დაარქივებული 2011-02-08 საიტზე Wayback Machine.
- Fortified churches in Transylvania დაარქივებული 2013-05-23 საიტზე Wayback Machine.