ტრადიციული ტიბეტური მედიცინა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ტრადიციული ტიბეტური მედიცინა (ტიბეტ. :བོད་ཀྱི་གསོ་བ་རིག་པ་ ვაილი: bod kyi gso ba rig pa), ასევე ცნობილია, როგორც სოვა-რიგპას მედიცინა მკურნალობის  ტრადიციული ბუდისტური  სისტემა, რომელიც  5-7 საუკუნეებში აღმოცენდა   და გავრცელდა ტიბეტის ტერიტორიაზე. ჩამოყალიბდა ძველი ინდური და ძველი ჩინური მედიცინის, ტანტრისა და აბჰიდარმას ტექსტების გავლენით.[1][2][3][4]

ტიბეტური სამედიცინო თანგკა - ჯანმრთელობისა და ავადმყოფობის ფესვი

თანამედროვე სამედიცინო მეცნიერება არაერთგვაროვნად აფასებს ტიბეტურ მედიცინას.

მსგავსად ტრადიციული აზიური მედიცინის სხვა სისტემებისა და ბიომედიცინისგან განსხვავებით, ტიბეტური მედიცინა თავის თეორიულ ტექსტებში ჯერ გვთავაზობს ჯანმრთელობის სპეციფიკურ განმარტებას. ტიბეტური მედიცინის თეორიის თანახმად,  კარგი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია სხეულის მუშაობის სამ პრინციპში წონასწორობის დაცვა.

ტიბეტური მედიცინის საფუძველია სამი ნიეპას  ("დამნაშავეების") დოქტრინა.

  •  Lungქარი
  • mKhris-pa — ნაღველი
  • Bad-kan— ლორწო                

ტიბეტურ მედიცინაში ცხოვრება განისაზღვრება როგორც "პულსაცია", ხოლო ჯანმრთელობა და დაავადება  დამოკიდებულია "პულსაციურ" სუბიექტებზე - "ქარზე", "ნაღველსა" და"ლორწოზე".

ტიბეტურ მედიცინაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სუფთა ჰაერის, მზის სხივების და დიეტის გავლენას ორგანიზმზე. თერაპიას საფუძვლად უდევს მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები (1000-მდე დასახელების პრეპარატი): ”ბუნებაში არ არსებობს ისეთი ნივთიერება, რომელიც სამკურნალო საშუალებად არ გამოდგება“. მედიკამენტების დოქტრინა იყოფა ცალკეულ დარგებად: მედიკამენტების გემო, მათი ათვისება ორგანიზმის მიერ, მოქმედება, მომზადების პრინციპი. დაავადებების სამკურნალოდ აგრეთვე იყენებენ ფიზიოთერაპიას (როგორიცაა ტიბეტური აკუპუნქტურა, მოქსიბუსია და ა.შ.)

ტიბეტური მედიცინის თეორიული საფუძვლები ჩამოყალიბდა ტიბეტში ბუდიზმის გავრცელების პერიოდში (V საუკუნე). ძირითადი ტექსტი - "ჩჟუდში" ("ოთხი საფუძველი", ასევე ჟუდ-ში, ჩჟუდ-ში) —  ტიბეტური მედიცინის საგანია. ტექსტი დაიწერა ინდოელი ავტორების ვაბჰატი უმცროსისა და ჩანდრანანდას შრომების საფუძველზე, ხოლო თეორიული გაგებით უახლოვდება ტანტრასა და აბჰიდარმას ტექსტებს[5].

ჩჟუდში შედგება შემდეგი ნაწილებისაგან:

  •  "ცა-ჩჟუდში" ("მედიცინის განმარტება ან განმარტება")
  • "შედ-ჩჟუდში" ("თეორიული მედიცინა")
  • "მანნაგ-ჩჟუდში" ("კლინიკური მედიცინა")
  • "ჩი-ჩჟუდში" ("ფარმაცია", ან "სამედიცინო ინსტრუმენტები")

ტიბეტური მედიცინის შემდგომი განვითარება ასოცირდება ისეთ ტიბეტელ ექიმებთან, როგორიცაა იუტოგბა იონდან-გომბო უმცროსი (1112-1209), რომელმაც დაწერა "თვრამეტნაწილიანი" კომენტარი "ჩჟუდშის" შესახებ, დესრიდ სანჯაი ჯამტშო (1653-1705) —  მისი  ნაშრომია "ლჰანტჰაბი" (" თერაპიის სახელმძღვანელო") "ჩჟუდშის" და "ვაიდურია-ონბოს" მე -3 ნაწილის დამატება კომენტარები"ჩჟუდშის"შესახებ).[6]

ტიბეტური მედიცინის შესწავლა და გამოყენება

რედაქტირება
 
ტრადიციული ტიბეტური მედიცინის პლაკატი — ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი, პეკინი.

ევროპაში ტიბეტური მედიცინის შესახებ პირველი ინფორმაცია უნგრელმა ტიბეტოლოგმა ა.ჩომა დე  კერეშმა გაავრცელა. 1875 წელს პეტერბურგში გაიხსნა ტიბეტური მედიცინის კლინიკა და ამბულატორია.

ტიბეტის ტრადიციული მედიცინა ყველაზე ფართოდ ტიბეტში გამოიყენება. მედიცინის ამ სფეროს პოპულარიზაცია ამ ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანად ითვლება. ცოდნა ტიბეტური ტრადიციული მედიცინის  შესახებ, რომელიც ხშირად საიდუმლოს წარმოადგენდა,  შემოინახა ტიბეტურმა მონასტრებმა. დღეს ტიბეტის უდიდესი უნივერსიტეტები (ტიბეტის ტრადიციული ტიბეტური მედიცინის უნივერსიტეტი, ცინგაის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა) მსურველებს  კურსებს სთავაზობს, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. [7]

ამჟამად ტიბეტური ტრადიციული მედიცინა კვლავ გამოიყენება ტიბეტში, ინდოეთში, ნეპალში, ბუტანში, რუსეთში (ციმბირი), ჩინეთსა და მონღოლეთში. გარდა ამისა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მან გარკვეული პოპულარობა მოიპოვა ასევე ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში და სხვა რეგიონებში.[8]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Avedon, John F. (1981-01-11). "Exploring the Mysteries of Tibetan Medicine". The New York Times.
  • Lowe, Justin (1997) "The wisdom of Tibetan medicine", Earth Island Journal, 0412:2, | 9(1) ISSN 1041-0406
  • Evaluation of medicinal plants as part of Tibetan medicine prospective observational study in Sikkim and Nepal. Witt CM; Berling NEJ; Rinpoche NT; Cuomo M; Willich SN | Journal of Alternative & Complementary Medicine | 2009-01-0115:1, | 59(7) | ISSN 1075-5535 |
  • Analysis of Five Pharmacologically Active Compounds from the Tibetan Medicine Elsholtzia with Micellar Electrokinetic Capillary Chromatography. Chenxu Ding; Lingyun Wang; Xianen Zhao; Yulin Li; Honglun Wang; Jinmao You; Yourui Suo | Journal of Liquid Chromatography & Related Technologies | 200730:20, | 3069(15) | ISSN 1082-6076
  • HPLC‐APCI‐MS Determination of Free Fatty Acids in Tibet Folk Medicine Lomatogonium rotatum with Fluorescence Detection and Mass Spectrometric Identification. Yulin Li; Xian'en Zhao; Chenxu Ding; Honglun Wang; Yourui Suo; Guichen Chen; Jinmao You | Journal of Liquid Chromatography & Related Technologies | 200629:18, | 2741(11) | ISSN 1082-6076
  • Stack, Peter. "The Spiritual Logic Of Tibetan Healing.(Review)." San Francisco Chronicle. (Feb 20, 1998)
  • Dunkenberger, Thomas / "Tibetan Healing Handbook" / Lotus Press - Shangri-La, Twin Lakes, WI / 2000 / ISBN 0-914955-66-7
  • Buddhism, science, and market: the globalisation of Tibetan medicine. JANES, CRAIG R. | Anthropology & Medicine | 2002-129:3, | 267(23) | ISSN 1364-8470 |
  • Through the Tibetan Looking Glass. Bauer, James Ladd | Journal of Alternative & Complementary Medicine | 2000-086:4, | 303(2) | ISSN 1075-5535
  • "So What if There is No Immediate Explanation?" Jobst, Kim A. | Journal of Alternative & Complementary Medicine | 1998-014:4, | 355(3) | ISSN
  1. Garrett, Frances (2008). Religion, Medicine and the Human Embryo in Tibet. Routledge. pp. 23–32.
  2. Gyamtso, Sangye. "Intro card". Tibetan Medicine Cards: Illustrations and Text from the Blue Beryl Treatise of Sangye Gyamtso (1653-1705). Pomegranate Communications. p. 32. ISBN 978-0764917615.
  3. Медицина тибетская / Е. Д. Огнева // Буддизм: Словарь / Л. Л. Абаева, В. П. Андросов, Э. П. Бакаева и др.; под общ. ред. Н. Л. Жуковской и др. — М. : Республика, 1992.(რუს.)
  4. Garrett, Frances (2008). Religion, Medicine and the Human Embryo in Tibet. Routledge. p. 23.
  5. The Basic Tantra and the Explanatory Tantra from the Secret Quintessential Instructions on the Eight Branches of the Ambrosia Essence Tantra Men-Tsee-Khang: India 2008 ISBN 81-86419-62-4
  6. Alphen, Jan Van. Oriental Medicine An Illustrated Guide to the Asian Arts of Healing. London: Serindia Publications. p. 114.
  7. Tibetan Medical & Astrology Institute of the Dalai Lama. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-05. ციტირების თარიღი: 2021-11-06.
  8. William, McGrath (2017). "Buddhism and Medicine in Tibet: Origins, Ethics, and Tradition". UVA Library | Virgo. Retrieved 2017-08-06.