ტრადიციული მონღოლური მედიცინა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ტრადიციული მონღოლური მედიცინა მონღოლეთში საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა. მონღოლ ექიმებს ფართოდ იცნობდნენ ჩინეთსა და ტიბეტში.[1]

მონღოლებმა  მკურნალობის სამედიცინო სისტემა ცხოვრების წესის მიხედვით შეიმუშავეს, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა მეზობელი ხალხების მედიცინისგან. მოტეხილობების, საბრძოლო ჭრილობების მკურნალობის და  ოპერაციების წარმატებულად ჩატარების გამო მონღოლი ექიმები  პოპულარობით სარგებლობდნენ იუანის ეპოქაში ჩინეთში. [2] 

დროთა განმავლობაში მონღოლური მედიცინა პოპულარული გახდა ტიბეტში იმის გამო, რომ ზოგიერთ დალაი ლამას ჰყავდა პირადი მონღოლი ექიმი.

ჩინეთში მანჯურიის იმპერატორები მონღოლი ექიმების მომსახურებით სარგებლობდნენ, რომლებიც დიაგნოზს სვამდნენ პაციენტის ენის, შარდისა და პულსის გამოკვლევის შედეგად.[3]

თანამედროვე სტატუსი

რედაქტირება

დღეს მონღოლეთი შედის იმ მცირერიცხოვან ქვეყნების რიცხვში, რომლებიც ოფიციალურად მიჰყვებიან მედიცინის ტრადიციულ სისტემებს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სადაც ასევე არის ეთნიკური მონღოლების მნიშვნელოვანი რაოდენობა, ტრადიციული მონღოლური მედიცინა აღიარებულია მთავრობის მიერ, როგორც ტრადიციული ხალხური მედიცინის ერთ-ერთი სისტემა ტიბეტურთან და ჩინურთან ერთად. ავტონომიური ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ადგილობრივ ნორმატიულ აქტებში გვხვდება დებულებები „თანამედროვე მედიცინისა და ტრადიციული მედიცინის შერწყმის“ პოლიტიკის შესახებ.[4]

ჩინეთის რიგ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორიცაა შიდა მონღოლეთის სამედიცინო უნივერსიტეტი, შიდა მონღოლეთის უნივერსიტეტი და ჩიფენგის უნივერსიტეტი, ფუნქციონირებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები სპეციალობაში  "მონღოლური მედიცინა"  (სპეციალობის კოდი 100503). მიუხედავად ამისა, შიდა მონღოლეთის  ჩინეთისგან დამოუკიდებლობის მომხრეები ადანაშაულებენ ჩინეთის ხელისუფლებას ტრადიციული მონღოლური მედიცინის მიმდევრების დევნაში.[5]

მინერალები

რედაქტირება

მონღოლური სამედიცინო ლიტერატურაში  მინერალების გამოყენება, როგორც წესი, ფხვნილის სახითაა ნახსენები.

მცენარეული ნედლეული

რედაქტირება
 
ფურცელი ტიბეტურ ენაზე შესრულებული შელოცვებით

მცენარეული ნედლეული  მონღოლური მედიცინის საფუძველი გახლდათ; ლეგენდის მიხედვით, ნებისმიერი მცენარე შეიძლება იყოს გამოყენებული სამკურნალო საშუალებად. ექიმების თქმით:

„ყვავილები, რომლებზეც პეპლები სხედან, სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ შეიძლება იქნას გამოყენებული. ასეთი ყვავილების მირთმევა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შეიძლება. ყვავილი, რომელსაც პეპელა არ ეკარება, შხამიანია, მაგრამ თუ სწორად გამოვიყენებთ  შეიძლება სასარგებლო წამლის ფუნქცია შეასრულოს“.

მონღოლური მედიცინაში წყალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც  სამკურნალო საშუალება. ნებისმიერი წყაროდან შეგროვებული წყალი მრავალი წლის განმავლობაში ინახება.  ის არღვევს კუჭის მჟავიანობას და გამოიყენება წყლის სხვადასხვა პროცედურებისთვის.

სახლი  განკურნების საყოფაცხოვრებო ტრადიციაა, ამასთან დაკავშირებით ბევრი ცრურწმენა არსებობს – მაგალითად, ითვლება, რომ ბავშვის საწოლზე ჩამოკიდებული სახედრის სურათი მას დაძინებაში დაეხმარება. სუნთქვის სიხშირის გამოთვლისას ასევე ამტკიცებენ, რომ ის ხსნის ფსიქოლოგიურ პრობლემებსა და ტანჯვას.

ფურცელი შელოცვებით

რედაქტირება

მონღოლეთის აღმოსავლეთში არსებობდა ისტორიული ტრადიცია: დაახლოებით 24x29 მმ ფურცელზე, მონღოლური თარგმანით ტიბეტურ ენაზე იბეჭდებოდა სიტყვები. ამ ქაღალდების ნაგლეჯებს ავადმყოფობისგან თავის ასარიდებლად მიირთმევდნენ. ეს პრაქტიკა აშკარად ნასესხებია ტიბეტური მედიცინისგან.[6]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Allsen, Thomas, T (2001). Culture and conquest in Mongol Eurasia. Cambridge University Press.
  2. George Lane, Daily life in the Mongol empire, p. 139
  3. Walther Heissig (1989). Heilung durch Zettelschlucken. Die Mongolen. Vol. 2. Innsbruck. ISBN 3-7016-2297-3.
  4. Growth in traditional medicine Archived 2007-09-30 at the Wayback Machine, Mongol Messenger, October 29, 2003
  5. Valerie Sartor, Traditional Mongolian Medicine in China, China.org.cn, July 30, 2007.
  6. Вальтер Heissig. Heilung Durch Zettelschlucken — Insbruk, 1989. — T. 2. — (Die Mongolen). — ISBN 3-7016-2297-3.