ტოძიო ჰიდეკი ( იაპონ. 東條 英機) (დ. 30 დეკემბერი, 1884, ტოკიო — გ. 23 დეკემბერი, 1948, იქვე) — იაპონელი გენერალი, პრემიერ-მინისტრი, რომელმაც წამყვანი როლი ითამაშა მეორე მსოფლიო ომის პერიოდის იაპონიაში. ჰიდეკი ტოძიო დაიბადა ქალაქ ტოკიოს რაიონ კოჯიმაჩიში 1884 წელს[1], იაპონიის არმიის გენერალ-ლეიტენანტის, ჰიდენორი ტოძიოს, ოჯახში.[2] ტოძიოს ორი უფროსი ძმა დაიღუპა მის დაბადებამდე. 1909 წელს ის დაქორწინდა კაცუკო იტოზე, ვისთანაც მას სამი ვაჟი და ოთხი ქალიშვილი ეყოლა.[3] ტოძიო 1915 წლიდან ხელმძღვანელი პოსტები ეკავა იაპონიის არმიაში. 1940 წლის ივლისიდან - 1941 წლის ივლისრამდე იაპონიის სამხედრო მინისტრის პოსტზე მოღვაწეობდა.[4] 1941 წლის ოქტომბრიდან - 1944 წლის ივლისამდე ეკავა პრემიერ-მინისტრისა და ერთდროულად სამხედრო მინისტრის თანამდებობდა.[4] მხარს უჭერდა იაპონიის კავშირს ნაცისტურ გერმანიასა და იტალიასთან.[4] ტოძიო ჰიდეკი ატარებდა გერმანიის აქტიური დახმარების პოლიტიკას ომში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. სიკვდილით დასაჯეს შორეული აღმოსავლეთის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის განაჩენით.[4]

ტოძიო ჰიდეკი
東條 英機
სახელი დაბადებისას

რეონა ესაკი

მოღვაწეობა

იაპონიის პრემიერ-მინისტრი, გენერალი

დაბადების თარიღი

30 დეკემბერი, 1884

დაბადების ადგილი

ტოკიო, იაპონია

გარდაცვალების თარიღი

23 დეკემბერი, 1948

გარდაცვალების ადგილი

ტოკიო

ხელმოწერა

იხ.ასევე - იაპონიის პორტალი და კატეგორია:იაპონელები
  1. Gorman, Jacqueline Laks (2009 წელიო). Pearl Harbor: A Primary Source History. გამომცემლობა "Gareth Stevens", გვ. 43. ISBN 1433900475. 
  2. Butow, Robert Joseph Charles (1961 წელი). Tojo and the coming of the war. გამომცემლობა "Stanford University Press", გვ. 4. ISBN 0804706905. 
  3. Baudot, Marcel (1980 წელი). The Historical encyclopedia of World War II. გამომცემლობა "Infobase Publishing", გვ. 455. ISBN 0871964015. 
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი 10, გვერდი 28, თბილისი, 1986 წელი

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: