ტორსა
ტორსა — მდინარე ჩინეთში, ინდოეთსა და ბჰუტანში. სათავეს იღებს ტიბეტში, სადაც მას მაჩუს სახელით იცნობენ. შემდეგ ის გაედინება ბჰუტანში, სადაც მას ამო-ჩუს უწოდებენ. მდინარის სიგრძე 358 კმ-ია, საიდანაც 113 კმ ჩინეთზე მოდის, 145 კმ ბჰუტანზე, მცირე ნაწილი კი გაედინება ინდოეთში, დასავლეთ ბენგალში.[1]
ტორსა | |
---|---|
ქვეყანა | ჩინეთი, ბჰუტანი, ინდოეთი |
სათავე | ტიბეტი |
სიგრძე | 358 კმ |
ტორსა ვიკისაწყობში |
მდინარე კვეთს მნიშვნელოვან სასაზღვრო ქალაქებს — პჰუნჩოლინგს (ბჰუტანი) და ჯაიგაონს (ინდოეთის მხარეს), ასევე დალსინგპარის ჩაის დიდ მამულებს და ჯალდაპარის ველური ბუნების ნაკრძალს. აქ არსებული თვალწარმტაცი გარემო იდეალურია ოჯახური პიკნიკებისათვის; ნაკრძალში ბინადრობენ ვეფხვები, მარტორქები და მრავალი სახის ირმები.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Bandopadhyay, Dilip Kumar, Bharater Nadi (Rivers of India), 2002, p. 78, Bharati Book Stall, 6B Ramanath Mazumdar Street, Kolkata