ტონგატაპუ (ინგლ. Tongatapu) — ტონგის სამეფოს მთავარი კუნძული წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ტონგატაპუს კუნძულების უდიდესი კუნძული. ფართობი — 257,03 კმ², მოსახლეობა — 75 416 ადამიანი[1] (2011 წელი), რაც შეადგენს ტონგის სამეფოს მთელი მოსახლეობის 73,04 %-ს. კუნძულ ტონგატაპუზე მდებარეობს ტონგის დედაქალაქი ნუკუალოფა და ფუაამოტუს საერთაშორისო აეროპორტი. ადმინისტრაციულად კუნძული შედის ტონგატაპუს ოლქში.

ტონგატაპუ
მშობ. სახელი: ინგლ. Tongatapu

კუნძული ტონგატაპუ ზევით და კუნძული ეუა ქვევით
გეოგრაფია
21°12′41″ ს. გ. 175°09′11″ დ. გ. / 21.21139° ს. გ. 175.15306° დ. გ. / -21.21139; -175.15306
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 257,03 კმ²
უმაღლესი წერტილი 65 მ
ოლქი ტონგატაპუს ოლქი
დემოგრაფია
მოსახლეობა 75 416 (2011)
სიმჭიდროვე 293,413 ად. /კმ²

გეოგრაფია

რედაქტირება
 
კუნძულ ტონგატაპუს რუკა

დაბლობი კუნძული, წარმოშობით აზევებული ატოლია. ჩამოყალიბებულია მარჯნული კირქვისაგან. ნიადაგი საკმაოდ ნაყოფიერია და აქვს ვულკანური წარმოშობა. იმ დროს როდესაც ტონგატაპუს სამხრეთი მხრის საშუალო სიმაღლე შეადგენს დაახლოებით 35 მეტრს, ჩრდილოეთი ნაწილი საკმაოდ ვაკიანია. კუნძულის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან აღწევს 65 მეტრს.

კუნძულიდან ჩრდილოეთით, 7 კმ-ის მანძილზე, მდებარეობენ მომცრო კუნძულები და მრავალრიცხოვანი მარჯნული რიფები. კუნძულს აქვს ორი ლაგუნა — ფანგაუტა და ფანგაკაკაუ, რომლებიც მდებარეობენ ტონგატაპუს ჩრდილოეთ ნაწილში. მათი საშუალო სიღრმე შეადგენს 1 მეტრიდან 6 მეტრამდე.

განვითარებულია ტროპიკული პასატური კლიმატი.

გვხვდება ქოქოსის პალმების, ბანანების, ციტრუსების პლანტაციები.

ლაპიტას კულტურის პერიოდი

რედაქტირება

ტონგატაპუს კუნძულის ლაპიტას კულტურის მატარებელი ადამიანებით დასახლების ყველაზე ადრეული მტკიცებულებები ეკუთვნის ჩვენს წელთაღრიცხვამდე 900—850 წლებს. ფანგაუტას ლაგუნაში არქეოლოგმა დევიდ ბერლიმ აღმოაჩინა თიხოვანი თავის ქალის ნიმუშები, რომლებიც ასევე აღმოჩენილი იქნა სანტა-კრუსის კუნძულებზე, რომლებიც მდებარეობენ 2000 კმ-ში ტონგატაპუს კუნძულიდან.

ტონგის იმპერიის პერიოდი

რედაქტირება

ტონგატაპუს კუნძულზე მდებარეობდა ტონგის იმპერიის დედაქალაქი. პირველი დედაქალაქი იყო ქალაქი ტოლოა, რომელიც არსებობდა თანამედროვე აეროპორტიდან შორიახლოს დაახლოებით 1000 წლის წინ (მაგრამ მის შესახებ საკმაოდ ნაკლებადაა ცნობილი). მეორე დედაქალაქი იყო ქალაქი ჰეკეტა, რომელიც მდებარეობდა კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაპირზე. ჩვენი წელთაღრიცხვით დაახლოებით 1220 წლიდან 1851 წლამდე დედაქალაქი იყო ქალაქი მუა.

ევროპელებთან პირველი კონტაქტები

რედაქტირება

პირველი ევროპელი, რომელიც ეწვია ტონგატაპუს კუნძულს, იყო ნიდერლანდელი მოგზაური აბელ ტასმანი, რომელმაც კუნძული აღმოაჩინა 1643 წელს და მას სახელად დაარქვა ამსტერდამის კუნძული. შემდგომში 1777 წლის 5 ივლისს ტონგატაპუს კუნძულზე გადავიდა ინგლისელი მოგზაური ჯეიმზ კუკი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება