ტომსკის წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარი

ტომსკის წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარი (რუს. Петропавловский собор) — მოქმედი მართლმადიდებლური ტაძარი ტომსკში. ეკლესია აგებულია 1909-1911 წლებში, ფსევდორუსულ სტილში.

ტომსკის წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარი
ტომსკის წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარი — რუსეთი
ტომსკის წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 56°28′50″ ჩ. გ. 84°58′12″ ა. გ. / 56.48056° ჩ. გ. 84.97000° ა. გ. / 56.48056; 84.97000
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა ტომსკი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7000088000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ანდრეი ლანგერი
ხუროთმოძღვრული სტილი ფსევდორუსული
თარიღდება 1909-1911

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ტომსკის ეპარქიას.

ისტორია რედაქტირება

პეტრესა და პავლეს ეკლესია ააგეს შემაღლებულ ბორცვზე მდინარე უშაიკის ნაპირზე. ტაძრის აგებამდე ამ ადგილზე დიდი ხნის განმავლობაში იდგა ხის ჯვარი და პატარა სამლოცველო.

ამჟამინდელი ტაძარი ააგეს XX საუკუნის დამდეგს არქიტექტორ ანდრეი ლანგერის პროექტის მიხედვით, ფსევდორუსულ სტილში. მთავარი საკურთხეველი წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს სახელზე აკურთხეს 1911 წელს. სამხრეთი ეგვტერი აკურთხეს იოანე ნათლისმცემლის სახელზე 1913 წელს, ხოლო ჩრდილოეთი ეგვტერი ღვთისმშობლის შობის სახელზე 1915 წელს. ღვთისმსახურება შეწყდა 1938 წელს, ხოლო 1940 წელს აქ განათავსეს სპირტის ქარხნის საწყობი. ღვთისმსახურება აღსდგა 1945 წელს. XX საუკუნის 50-90-იან წლებში ტომსკში მხოლოდ პეტრე-პავლესა და სამების ტაძრები მოქმედებდნენ.

ტომსკის წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძართან მოქმედებს საკვირაო სკოლა, ახალგაზრდული კლუბი და ბიბლიოთეკა. საკათედრო ტაძარს ორჯერ (1991 და 2002) სტუმრობდა რუსეთის პატრიარქი ალექსი II, ხოლო 2013 წელს პატრიარქი კირილე. ტაძრის თავისებურება გამოიხატება მისი დეკორაციის სიმდიდრეში. ტაძრის ფასადი მოპირკეთებული ტერაკოტის ფიგურებით. ტაძარს ასევე ამშვენებს ბაროკოს სტილში აგებული კანკელი.

ტაძრის მთავარი სიწმინდეა 24 წმინდანის ნაწილები და ეფესოს მიწა რომელიც აღებულია იოანე ნათლისმცემლის საფლავიდან.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Петропавловский собор // Томск от А до Я: Краткая энциклопедия города. / Под ред. д-ра ист. наук Н. М. Дмитриенко. — 1-е изд. — Томск: Изд-во НТЛ, 2004. — С. 255-256. — 440 с. — 3 000 экз. — ISBN 5-89503-211-7.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება