ტოლოშის აკლდამა
ტოლოშის აკლდამა — არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშში. აგებულია შუა საუკუნეებში.
აკლდამის შესასვლელი კარგად არის შემორჩენილი. შიგნითა ნაწილი მიწით, ნაწილობრივ არის ამოვსებული. კედლები ნაგებია ქვისგან. ნაგებობა დახრილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით. კედლებში გამოყენებულია საკმაოდ დიდი ზომის თლილი ლოდები, ხოლო სახურავისთვის მცირე ზომის ქვის ფილები, რომლებიც საერთო ჯამში თაღს ქმნიან.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17547