ტოლათსოფლის სამაროვანი

ტოლათსოფლის სამაროვანიარქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლათსოფლის განაპირას, სამხრეთით, განეკუთვნება Xl-Xlll საუკუნეებს. 1967 წელს, სადაზვერვო გათხრები ჩაატარა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ერწო-თიანეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელძღვანელი რ. რამიშვილი). გამოვლინდა დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ დამხრობილი სამი ორმოსამარხი და ერთი ქვისსამარხი. ინვენტარი არ აღმოჩნდა (ერთ-ერთ დანგრეულ სამარხში ნაპოვნია მინის ინკრუსტირებელი მძივი, რომელიც ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში).

ლიტერატურა რედაქტირება