ტოკუნაგა სუნაო
ტოკუნაგა სუნაო (დ. 20 იანვარი, 1899, კუმამოტოს პრეფექტურა — გ. 15 თებერვალი, 1958) — იაპონელი მწერალი. იაპონიის პროლეტარული მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე. თხზულებებს აქვეყნებდა 1925-იდან. რომანებში, რომლებიც დაწერილია იმ პერიოდში პოპულარული "მასობრივი რომანის" (არსებითად სათავგადასავლო რომანის) ტრადიციებზე, აღწერა იაპონიის პროლეტარიატის ცხოვრება და ბრძოლა ("უმზეო ქუჩა", 1929; "ტოკიო - უმუშევართა ქალაქი", 1930; "იძინე მშვიდად, ცოლო", 1946; "ჩუმი მთები", 1952). ტოკუნაგა პროგრესული ლიტერატურული საზოგადოების "სინიჰონ ბუნგაკუკაის" (1945) ერთ-ერთი ფუძემდებელია.
ტოკუნაგა სუნაო | |
---|---|
იაპონ. 徳永 直[1] | |
დაბადების თარიღი | 20 იანვარი, 1899[2] [3] |
დაბადების ადგილი | Hanazono |
გარდაცვალების თარიღი | 15 თებერვალი, 1958[2] [3] (59 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ტოკიო |
საქმიანობა | რომანისტი[4] , მწერალი[3] და employee |
მოქალაქეობა |
იაპონია იაპონიის იმპერია |
Magnum opus | Taiyō no nai Machi |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 11.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Japan Search — 2020.
- ↑ 2.0 2.1 Find a Grave — 1996.
- ↑ 3.0 3.1 3.2 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #1033685402 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.