კუმამოტოს პრეფექტურა

კუმამოტოს პრეფექტურა (იაპ. 熊本県,) — პრეფექტურა იაპონიაში, რომელიც მდებარეობს კუნძულ კიუსიუზე.[1] კუმამოტოს პრეფექტურის მოსახლეობა შეადგენს 1 748 134 ადამიანს (2019 წლის 1 ივნისის მონაცემებით) და მას უჭირავს 6 409 კვადრატული კილომეტრის ფართობი. კუმამოტოს პრეფრქტურას ესაზღვრება: ფუკუოკას პრეფექტურა - ჩრდილოეთით, ოიტას პრეფექტურა - ჩრდილო-აღმოსავლეთით, მიაზაკის პრეფექტურა - სამხრეთ-აღმოსავლეთით და კაგოშიმას პრეფექტურა - სამხრეთით. კუმამოტო არის კუმამოტოს პრეფექტურის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. სხვა, დიდ ქალაქებს შორისაა: იაცუშირო, ამაკუსა და ტამანა.[2] კუმამოტოს პრეფექტურა მდებარეობს კიუსიუს ცენტრში, არიაკის ზღვის სანაპიროზე, ნაგასაკის პრეფექტურის მოპირდაპირედ, მისი მთავარი ტერიტორიიდან აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაით გამოყოფილია ამაკუსას არქიპელაგი. კუმამოტოს პრეფექტურაში მდებარეობს ასოს მთა, ყველაზე დიდი მოქმედი ვულკანი იაპონიაში და ყველაზე დიდი მსოფლიოში, რომლის მწვერვალიც ზღვის დონიდან 1,592 მეტრია.

კუმამოტოს პრეფექტურა
熊本県
პრეფექტურის მდებარეობა კუმამოტოს პრეფექტურა
კუმამოტოს პრეფექტურა იაპონიის რუკაზე
მდებარეობა
ქვეყანა იაპონია
რეგიონი კიუსიუ
კუნძული კიუსიუ
კოორდინატები 32°43′ ჩ. გ. 130°40′ ა. გ. / 32.717° ჩ. გ. 130.667° ა. გ. / 32.717; 130.667
ინფორმაცია
ადმინისტრაციული ცენტრი კუმამოტო
ISO 3166-2:JP JP-43
სტატისტიკა
ფართობი 7 409.48 კმ² (15)
მოსახლეობა (2019)
     სულ 1 748 134 ად. (23)
     სიმჭიდროვე 249 ად./კმ²
რაიონი 9
მუნიციპალიტეტი 45
სიმბოლიკა

პრეფექტურის დროშა
პრეფექტურის დროშა

პრეფექტურის ემბლემა
პრეფექტურის ემბლემა
ხე Cinnamomum camphora
ყვავილი Gentiana scabra var. buergeri
ფრინველები Alauda arvensis
ადმინისტრაცია
გუბერნატორი იკუო კაბაშიმა
ოფიციალური საიტი (იაპონური)
კუმამოტოს პრეფექტურის რუკა

     მთავრობის დაქვემდებარების ქალაქები     ქალაქები     მცირე ქალაქები     სოფლები

ისტორია რედაქტირება

ისტორიულად, ამ ტერიტორიას უწოდებდნენ ჰიგოს პროვინციას ; მეიძის რესტავრაციის შედეგად პროვინციას ეწოდა კუმამოტო.[3] პრეფექტურების შექმნა ფეოდალური სისტემის გაუქმების ნაწილს წარმოადგენდა. კუმამოტოს ამჟამინდელი სახელწოდება სიტყვა-სიტყვით ნიშნავს ,,დათვის ფესვს", ან ,,დათვის წარმოშობას".

გეოგრაფია რედაქტირება

კუამოტოს პრეფექტურა მდებარეობს კიუსიუს ცენტრში, იაპონიის ოთხი ძირითადი კუნძულიდან ყველაზე სამხრეთით. მას ესაზღვრება არიაკის შიდა ზღვა და ამაკუსას არქიპელაგი დასავლეთით, ფუკუოკას პრეფექტურა და ოიტას პრეფექტურა ჩრდილოეთით, მიაზაკის პრეფექტურა აღმოსავლეთით და კაგოშიმას პრეფექტურა სამხრეთით.

ასოს მთა (1,592 მ ), ვრცელი მოქმედი ვულკანია, რომელიც კუმამოტოს პრეფექტურის აღმოსავლეთით მდებარეობს. ეს ვულკანი მდებარეობს ასოს კალდერას ცენტრში.

2019 წლის 31 მარტის მონაცემებით, პრეფექტურის მთლიანი მიწის 21% ბუნებრივ პარკებად იყო გამოცხადებული, რომელთა შორისაა: ასო კუჯის და უნზენ-ამაკუსას ეროვნული პარკები; კიუსუ ჩუო სანჩისა და იაბა-ჰიტა-ჰიკოსანის კვაზი-ეროვნული პარკები; და აშიკიტა კაიგანი, იცუკი გოკანოშო, კინპიზანი, მისუმი-ოანო უმიბე, ოკუკუმა, შათაისანი და იაბე შოენის პრეფექტურული ბუნებრივი პარკები.[4]

ქალაქები რედაქტირება

კუმამოტოს პრეფექტურაში თოთხმეტი ქალაქი მდებარეობს:

  • 'კუმამოტო (პრეფექტურის დედაქალაქი)
  • ამაკუსა
  • არაო
  • ასო
  • ჰიტოიოში
  • კამი-ამაკუსა
  • კიკუჩი
  • ქაში
  • მინამატა
  • თამანა
  • უკი
  • უტო
  • იამაგა
  • იაცუშირო

მცირე ქალაქები და სოფლები რედაქტირება

სოფლები და მცირე ქალაქები რაიონების მიხედვით:

ამაკუსას რაიონი რედაქტირება

რეიჰოკუ

აშიკიტას რაიონი რედაქტირება

აშიკიტა

ცუნაგი

 
ქალაქი კუმამოტო

ასოს რაიონი რედაქტირება

მინამიასო

მინამიოგუნი

ნიშიჰარა

ოგუნი

თაკამორი

უბუიამა

კამიმაშის რაიონი რედაქტირება

კაშიმა

 
ჰიტოიოში

კოსა

მაშიკი

მიფუნე

იამატო

კიკუჩის რაიონი რედაქტირება

კიკუიო

ოზუ

კუმას რაიონი რედაქტირება

 
ქალაქი ასო

ასაგირი

იცუკი

კუმა

მიზუკამი

ნიშიკი

საგარა

ტარაგი

იამაე

იუნომა

შიმომაშიკის რაიონი რედაქტირება

 
სოფელი იცუკი

მისატო

თამანას რაიონი რედაქტირება

გიოკუტიო

ნაგასუ

ნაგომი

ნანკანი

იაცუშიროს რაიონი რედაქტირება

ჰიკავა

დემოგრაფია რედაქტირება

2019 წლის 1 ივნისის მონაცემებით პრეფექტურის მოსახლეობა შეადგენს 1 748 134 ადამიანს. მოსახლეობის სიმჭიდროვე 236 ადამიანია კვადრატული კილომეტრზე. კუმამოტოს პრეფექტურა მოსახლეობის მიხედვით იაპონიაში 23-ე ადგილზეა.

ეკონომიკა რედაქტირება

 
ცუჯუნის ხიდი იამატოში, კამიმაშიკი

პრეფექტურაში არის ჰონდას მოტოციკლის ქარხანა.

ტურიზმი რედაქტირება

ასოს მთა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მოქმედი ვულკანია.

კუმამოტოს ციხე

სუიზენჯის პარკი

ცაიუნის ხიდი, იაპონიის ყველაზე დიდი ქვის წყალსადენი იამატოში მდებარეობს.

პრეფექტურას აქვს თილისმა სახელად ,, კუმამონი ", შავი დათვი წითელი ლოყებით, რომელიც შეიქმნა რეგიონში ტურისტების მოსაზიდად მას შემდეგ, რაც კიუშუ შინკანსენის ხაზი გაიხსნა.[5][6]

Განათლება რედაქტირება

უნივერსიტეტები რედაქტირება

ეროვნული რედაქტირება

კუმამოტოს უნივერსიტეტი

საჯარო რედაქტირება

კუმამოტოს პრეფექტურის უნივერსიტეტი

კერძო რედაქტირება

კუამოტო გაკუენის უნივერსიტეტი

კიუსიუს საექთნო და სოციალური კეთილდღეობის უნივერსიტეტი

კიუსიუს ლუთერანული კოლეჯი

კუამოტო ჯანმრთელობის მეცნიერება

შოკეი გაკუინის უნივერსიტეტი

სოჯოს უნივერსიტეტი

ჰეისეის მუსიკალური კოლეჯი

ტრანსპორტი რედაქტირება

სარკინიგზო რედაქტირება

იაპონიის რკინიგის კიუსიუ ხაზი რედაქტირება

კიუშუ შინკანსენი

კაგოშიმას ხაზი

ჰოჰი ლაინი

ჰისაცუეს ხაზი

მისუმის ხაზი

კუამოტო ელექტრო რკინიგზა

კუმაგავას რკინიგზა

სამხრეთის ასოს რკინიგზა

ჰისაცუს ნარინჯისფერი რკინიგზა

გზა რედაქტირება

ეროვნული მაგისტრალები რედაქტირება

მარშრუტი 3

მარშრუტი 57

მარშრუტი 208 (კუმამოტო- ტამანა- არაო- ომუტა)

მარშრუტი 212

მარშრუტი 218 (კუმამოტო - ტაკაჩიჰო - ნობეოკა )

მარშრუტი 219

მარშრუტი 265

მარშრუტი 266

მარშრუტი 267 (ჰიტოიში- ისა- საცუმა- საცუმასენდაი)

მარშრუტი 268

მარშრუტი 324

მარშრუტი 325 (იამაგა- მინამიასო- ტაკამორი- ტაკაჩიჰო)

მარშრუტი 387

მარშრუტი 388 (საიკი- ნობეოკა- უნომაე)

მარშრუტი 389

მარშრუტი 442

მარშრუტი 443

მარშრუტი 445

მარშრუტი 501 (ომუტა- არაო- უდო)

მარშრუტი 503

აეროპორტი რედაქტირება

  • კუმამოტოს აეროპორტი
  • ამაკუსას აეროპორტი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Nussbaum, Louis-Frédéric. (2005). "Kumamoto prefecture" in Japan Encyclopedia, p. 572, p. 572, at Google Books.
  2. Nussbaum, "Kumamoto" in p. 572, p. 572, at Google Books.
  3. Nussbaum, "Provinces and prefectures" in p. 780, p. 780, at Google Books.
  4. 然公園都道府県別面積総括 [General overview of area figures for Natural Parks by prefecture] (PDF) (in Japanese). Ministry of the Environment. 31 March 2019. Retrieved 3 August 2019.
  5. The Life and Times of Japan's Mascots
  6. "Top Ten Japanese Character Mascots". Finding Fukuoka. 2012-01-13. Retrieved 2013-02-16.