ტოკაი-ჰედიალია (უნგრ. Tokaj-hegyaljai borvidék) — მეღვინეობის ისტორიული რეგიონი სამხრეთ-აღმოსავლეთ სლოვაკეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ უნგრეთში. ჰედიალია უნგრულად მთისწინეთს ნიშნავს, სწორედ ეს იყო რეგიონის თავდაპირველი სახელი.

ტოკაი-ჰედიალიის მეღვინეობის რეგიონი და კულტურული ლანდშაფტი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა უნგრეთის დროშა უნგრეთი, სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, v
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 48°15′00″ ჩ. გ. 21°35′00″ ა. გ. / 48.25000° ჩ. გ. 21.58333° ა. გ. / 48.25000; 21.58333
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2002  (26-ე სესია)
ნომერი 1063
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1063
ინგლ.რუს.ფრ.

რეგიონი შედგება 28 სოფლისა და 7 000 ჰა სისტემატიზირებული ვენახისგან. 2002 წელს, რეგიონი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შევიდა. მისი ცნობადობა საკმაოდ დიდი ხნის ისტორიას ითვლის, რადგან ის სამშობლოა ტოკაის ღვინისა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ღვინოა.

ზოგიერთი მახასიათებლები, რის გამოც ტოკაი-ჰედიალიის მეღვინეობის რეგიონი უნიკალურია:

  • ნიადაგი და მიკროკლიმატი: ტოკაის მიწა შედგება თიხისა და ლიოსისგან, რომელიც ვულკანურ ქვენიადაგზეა განლაგებული. მიკროკლიმატი განპირობებულია მზით, სამხრეთით აზიდული მთებით და მდინარე ტისასა და ბორდორგის სიახლოვით.
  • ადგილობრივი ყურძნის მრავალფეროვნება: ჯიშები ფურმინტი და ჰარსლეველიუ რეგიონში საუკუნეების წინ იქნა კულტივირებული, ამავე დროს მათი მოყვანა, ყვითელ მუსკატთან, კაბართან და კიდევ რამდენიმე ჯიშთან ერთად, ოფიციალურად მხოლოდ ამ რეგიონშია ნებადართული.
  • მარნები: სარდაფების ვრცელი სისტემა აქ ახ. წ. 1400 - 1600 წლებში კლდოვან ნიადაგში ამოთხარეს. იგი უზრუნველყოფს მუდმივ ტემპერატურას 10-12°C ფარგლებში. სარდაფები გადახურულია სპეციალური მიწით, რომელიც დაძველების პროცესში იცავს მას ალკოჰოლის აორთქლებისგან და ინარჩუნებს ტენიანობას 85-90% ფარგლებში, რაც ტოკაის ღვინის დაძველებისთვის იდეალურ პირობებს წარმოადგენს.
  • აპელაციის სისტემა: 1757 წლის სამეფო დეკრეტმა ტოკაის რეგიონი ღვინის დახურული წარმოების რაიონად გამოაცხადა, ეს პირველი ფაქტია მსოფლიო ღვინის აპელაციის სისტემაში.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება