ტობოგანი
ტობოგანი — კანადის ინდიელებს შორის გავრცელებული მარხილის სახეობა. შედგება 3-4 მ. სიგრძისა და 30-40 სმ. სიგანის ფიცრებისაგან, რომლებიც შეერთებულია ირმის ტყავის ღვედებით. გვერდები ტყავისაა. ტობოგანს ხელით გადაადგილებენ, ან შიგ ძაღლებს აბამენ. იყენებენ კანადის ზოლის სამონადირეო მეურნეობაში, მოდიფიცირებული სახით — სპორტში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 7.