ტობატი (ესპ. Tobatí) — ქალაქი პარაგვაიში, კორდილიერის დეპარტამენტში.

ქალაქი
ტობატი
Tobatí

ტობატის ეკლესია
ქვეყანა პარაგვაის დროშა პარაგვაი
დეპარტამენტი კორდილიერა
კოორდინატები 25°16′00″ ს. გ. 57°19′00″ დ. გ. / 25.26667° ს. გ. 57.31667° დ. გ. / -25.26667; -57.31667
დაარსდა 1539
ფართობი 948 კმ²
ცენტრის სიმაღლე 91
მოსახლეობა 9 688 კაცი (2002)
სიმჭიდროვე 16 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-4, ზაფხულში UTC-3
საფოსტო ინდექსი 7930
ოფიციალური საიტი http://tobatiparaguay.com/index.php
ტობატი — პარაგვაი
ტობატი

ქალაქი 1539 წელს დომინგო მარტინეს დე ირალამ დააარსა. დასახლების სახელის წარმომავლობასთან დაკავშირებით მრავალი მოსაზრება არსებობს. მისი ერთ-ერთი ესპანური განმარტებით, ის კლდოვან რელიეფს აღნიშნავს.

ქალაქის ეკონომიკის მთავარი დარგია სამშენებლო მასალების წარმოება. სახურავებისა და სამშენებლო აგურის წარმოება მთელი პარაგვაის მასშტაბით, ძირითადად აქ ხდება. პროდუქციის საკმაოდ დიდი ნაწილი ასევე გადის ექსპორტზე მეზობელ არგენტინასა და ბრაზილიაში.

2002 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 9 688 ადამიანს შეადგენდა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება