იესე ტლაშაძე

ქართველი პოეტი
(გადამისამართდა გვერდიდან ტლაშაძე, იესე)

იესე ტლაშაძე — XVIII საუკუნის I ნახევრის ქართველი პოეტი.

იესე ტლაშაძე
საქმიანობა პოეტი
პერიოდი XVIII საუკუნე
Magnum opus ბაქარიანი

ეკუთვნის პოემა „ბაქარიანი“ („კათალიკოზ-ბაქარიანი“, დაწერილია სტამბოლში, 1727), რომელშიც აღწერილია ვახტანგ VI-ისა და მისი შვილის ბაქარის ამბები, ქართლის აოხრება სპარსელებისა და ოსმალებისაგან, ვახტანგის რუსეთში გადახვეწა, ხოლო მისი ძმის, კათოლიკოს დომენტის სტამბოლში გაწვევა და იქაური თავგადასავალი. როგორც ჩანს, ტლაშაძე ჯერ კიდევ 1724 წლამდე ყოფილა რუსეთში, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი კათოლიკოს დომენტის გაჰყოლის სტამბოლში. ტლაშაძე არსებითად არჩილ II-ის მიმდევარია ქართულ მწერლობაში. იგი თაყვანს სცემს შოთა რუსთაველს, აუგად მოიხსენიებს მის ეპიგონებს, თუმცა მის პოემაში იგრძნობა ვეფხისტყაოსნის დიდი გავლენა. „ბაქარიანზე“ ზემოდმედება მოუხდენია იოსებ სააკაძის „დიდმოურავიანსაც“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966;