ტკაცუნა (ლათ. Androsace) — ერთ- ან მრავალწლოვან მცენარეთა გვარი ფურისულასებრთა ოჯახისა.

ტკაცუნა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Androsace

გვხვდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებში. მრავალი სახეობისთვის დამახასიათებელია მალაკოფილია. აერთიანებს დაახლოებით 110 სახეობას.

ფოთლები ჩვეულებრივ როზეტად აქვს განლაგებული, შეკრულია. წვრილი ყვავილები მოთეთროა, ვარდისფერი ან მოწითალო ფერისაა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება