ტიპოგრაფია (ბერძ. τύπος τύπος - ანაბეჭდი + γράφω - ვწერ) — ბეჭდური ტექსტის აკრეფის ხელოვნება კონკრეტული ენის სპეციფიკური წესების საფუძველზე, აკრეფით და განლაგებით. ტიპოგრაფია, ერთის მხრივ, გრაფიკული დიზაინის ერთ-ერთი დარგია და, მეორეს მხრივ, მკაცრი წესების ერთობლიობა, რომელიც არეგულირებს შრიფტების გამოყენებას ტექსტის შექმნის მიზნით. ტიპოგრაფიის ამოცანის ყველაზე მეტად შემოქმედებით ეტაპს წარმოადგენს ტექსტის დიზაინი. ამ პროცესებისათვის სავალდებულოა პარამეტრების დადგენა. კერძოდ, ნაწარმოების აკრეფა, ტიპი, განლაგება და დაბეჭდვამდე მომზადება.

ნიკოლოზ ლანსერი. სატიტულო ფურცლის ესკიზი

ტიპოგრაფიული პროცესი შედგება ანბანის რეგისტრის, გარნიტურის, კომპლექტის, ასოების, სიტყვების, წინადადებებს შორის სივრცის გამოტოვების და სხვა პროცესებისაგან. აგრეთვე, მოიცავს როგორც ორმხრივი ტექსტის განლაგებას, ასევე, ილუსტრაციების დალაგებას ნაბეჭდ მასალაზე.

ტიპოგრაფიის აყვავება დაიწყო ევროპაში, სადაც იგი XV საუკუნის შუა ხანებში გამოჩნდა. პირველი, ვინც სერიოზულად დაკავდა ევროპულ ტიპოგრაფიულ ხელოვნებაში, იყო იოჰან გუტენბერგი, გერმანელი გამომგონებელი და იუველირი. 1440 წელს მან შექმნა საწყისი ასოები და მსოფლიოს წარუდგინა პირველი სტამბა. ამიერიდან, წიგნების შექმნა უფრო გაადვილდა. მათი ღირებულება შემცირდა და გაიზარდა რაოდენობა. 14 წლის შემდეგ გამოვიდა პირველი ნაბეჭდი წიგნი. ის იყო გოთური შრიფტით აწყობილი ბიბლია. ეს შრიფტი იმდროინდელ ხელნაწერ ტექსტს ყველაზე მეტად შეესაბამებოდა იყო ნაცნობი და მოსახერხებელი მკითხველი საზოგადოებისთვის.

XV საუკუნის შუა წლებიდან დაიწყო ტიპოგრაფიის პირველი საფუძვლების აღმოცენება. სტრუქტურირდება ერთიანი პრინციპით. 1494 წელს, ალდ მანუციმ, იტალიელმა ტიპოგრაფმა და გამომცემელმა ვენეციიდან, დაიწყო წიგნების გამოშვება.

პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი გამოვიდა რომში 1629 წელს. ეს იყო ქართული ანბანი ლოცვებითურთ და ქართულ-იტალიური ლექსიკონი. საქართველოში წიგნების ბეჭდვა დაკავშირებულია მეფე ვახტანგ VI-ის სახელთან. XVIII საუკუნეში თბილისშიც მოეწყო სტამბა და უკვე 1709 წელს დაიბეჭდა „სახარება“, „დავითნი“, „სამოციქულო“ და „ვეფხისტყაოსანი“.

XVII საუკუნეში ტიპოგრაფია იცვლება. უპირატესობას ენიჭება წიგნების კითხვას. ცვლილება უკავშირდება ფორმატის შემცირებას, შრიფტების შეცვლას - ბეჭდვის სისუფთავის შენარჩუნებას.

ისტორიულად ტიპოგრაფია დაკავშირებულია წიგნის გაფორმებასთან და შრიფტის დიზაინთან. თუმცა ტიპოგრაფების უმეტესობა არ ხატავს შრიფტებს, ზოგიერთი შრიფტის შემქმნელი კი თავის თავს არ თვლის ტიპოგრაფად.

ტიპოგრაფიაზე ერთი თვალსაზრისი არ არსებობს. ერთნი მას მეცნიერებად მიიჩნევენ, მეორენი - ხელოვნებად, მესამენი - ოსტატობად, მეოთხენი კი - ფილოსოფიად. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკამათო საგანი. თანამედროვე დიზაინერები ასევე, განსხვავდებიან ტექსტის შექმნის თვალსაზრისითაც: ზოგი ადაპტირდება მუდმივად ცვალებადი მოდის ტენდენციებთან, ზოგი ადვილად ატარებს ფორმისა და ზომის ექსპერიმენტებს; სხვები პატივს სცემენ ტრადიციას, ამჯობინებენ კლასიკურ, დროში გამოცდილი შრიფტებს; სხვები თვლიან, რომ ეს ყველაფერი შეიძლება ერთად გაერთიანდეს და შექმნას ფუნდამენტურად ახალი, უფრო მოსახერხებელი მომხმარებლისთვის - მკითხველისთვის. ამა თუ იმ გზით, სწორედ ამ პროფესიული დავების და დისკუსიების წყალობით ხდება ტიპოგრაფია მოძრავი და განახლებადი. ის მუდმივად ვითარდება, როგორც თვითკმარი საქმიანობა, არ აქვს მნიშვნელობა რომელ სფეროს შეეხება იგი.

ტიპოგრაფიით დაკავებული არიან მხატვრული ხელმძღვანელები, ასოთამწყობები, განლაგების სპეციალისტები, გრაფიკული და ვებ-დიზაინერები, ოფის-მუშაკები და ყველა, ვისი შრომაც დაკავშირებულია აკრეფილი ტექსტის გაფორმებასთან. ციფრულ ეპოქამდე ტიპოგრაფია იყო სპეციალიზებული პროფესია, მაგრამ ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ტიპოგრაფია არის ის, რითაც დაკავებულია ყველა.“

ლიტერატურა

რედაქტირება
რუსულად
  • Роберт Брингхёрст. Основы стиля в типографике. — Д. Аронов, 2006. — 432 с. — ISBN 5-94056-014-8.
  • Александра Королькова. Живая типографика. — IndexMarket, 2010. — 224 с. — ISBN 978-5-9901107-5-5.
  • Владимир Кричевский. Типографика в терминах и образах. — М.: Слово, 2000. — P. 144+158. — ISBN 5-85050-238-6, 5-85050-239-4.}
  • Йозеф Мюллер-Брокманн[en]. Модульные системы в графическом дизайне: пособие для графических дизайнеров, типографов и оформителей выставок. — М.: ИЗДАЛ, 2014.
  • Эмиль Рудер[en]. Типографика: руководство по оформлению. — М.: Книга, 1982.
  • Ян Чихольд. Облик книги: избранные статьи о книжном оформлении. — М.: Книга, 1980.
  • Ян Чихольд. Облик книги: избранные статьи о книжном оформлении. — М.: ИЗДАЛ, 2009.
  • Ян Чихольд. Новая типографика: руководство для современного дизайнера. — М.: ИЗДАЛ, 2011.
  • Эмиль Рудер. Типографика. — М.: Таллер, 1998. — 232 с. — ISBN 3-7212-0043-8.
უცხოური გამოცემები
  • Эллен Лаптон[en]. Thinking with type: a critical guide for designers, writers, editors & students. — NY: Princeton Architectural Press, 2004.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება