ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ფილიპინა ლიდია ტინა არენა (ინგლ. Filippina Lydia Tina Arena; დ. 1 ნოემბერი, 1967, მელბურნი, ვიქტორია, ავსტრალია) — ავსტრალიელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი, მუსიკალური თეატრის მსახიობი და პროდიუსერი. ის არის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ავსტრალიელი შემსრულებელი. მას გაყიდული აქვს 10 მილიონზე მეტი ჩანაწერი მსოფლიოში.

ტინა არენა

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ფილიპინა ლიდია ტინა არენა
დაბ. თარიღი 1 ნოემბერი, 1967 (1967-11-01) (57 წლის)
დაბ. ადგილი მელბურნი[1]
წარმოშობა მელბურნი, ვიქტორია, ავსტრალია
ჟანრ(ებ)ი პოპი, რიტმ-ენდ-ბლუზი, დენს-პოპი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი, მუსიკალური თეატრის მსახიობი, პროდიუსერი
აქტიური 1976 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი tinaarena.com
ტინა არენა ვიკისაწყობში

არენას მოგებული აქვს რამდენიმე ჯილდო, მათ შორის Brits Award, შვიდი ARIA Awards და ორი World Music Awards. 2001 წელს მოიგო BMI Foundation Songwriting Award (Broadcast Music Inc)-ის ჯილდო. 2011 წელს არენა გახდა პირველი ავსტრალიელი, რომელსაც მიენიჭა საფრანგეთის ეროვნული ღირსების ორდენის რაინდის წოდება.

2015 წელს მოხვდა ავსტრალიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის დიდების დარბაზში. 2019 წლის მარტში ავსტრალიის მთავრობამ არენა აირჩია ავსტრალიის ხელოვნების საბჭოს წევრად სამი წლის ვადით.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ტინა არენა დაიბადა მელბურნში, 1967 წლის 1 ნოემბერს. ის ორ დასთან, ნენსისა და სილვანასთან ერთად გაიზარდა კეილორ ისტში. არენა პატარაობიდან დაინტერესდა მუსიკით და უსმენდა ესპანურ, იტალიურ და ფრანგულ კომპოზიციებს.

ტინა არენა 8 წლის ასაკში გამოვიდა სატელევიზიო შოუში Young Talent Time. 17 წლის ასაკში ხელი მოაწერა კონტრაქტს EMI Records-თან და გამოუშვა თავისი პირველი სინგლი, „Turn Up the Beat".[2] 1990 წელს გამოუშვა სინგლი სახელწოდებით „I Need Your Body". ნამუშევარი ავსტრალიის სინგლების ჩარტებში მე-3 ადგილზე გავიდა. მუსიკოსის სადებიუტო ალბომი Strong as Steel გამოვიდა იმავე წლის ოქტომბერში და მე-17 ადგილზე გავიდა ავსტრალიის ალბომების ჩარტებში.

არენას მეორე ალბომი Don't Ask გამოვიდა 1994 წელს. ნამუშევარი ავსტრალიის ალბომების ჩარტების სათავეში მოხვდა. ალბომის სინგლი „Chains" ჰიტი გახდა და მეოთხე ადგილზე გავიდა ავსტრალიის სინგლების ჩარტებში.[3] ალბომმა დიდი წარმატება მოიპოვა ავსტრალიაში და გაიყიდა მისი ორ მილიონზე მეტი ასლი. ტინამ მოიგო წლის ალბომისა და საუკეთესო ქალი შემსრულებლის ჯილდოები 1995 წლის ARIA Music Awards-ზე.

ამის შემდეგ გამოუშვა თავისი მესამე ალბომი In Deep.[4] ნამუშევარი პირველ ადგილზე გავიდა ავსტრალიის ალბომების ჩარტში. ალბომიდან გამოვიდა სინგლი „Burn“ და გამოშვებისთანავე მიიღო ოქროს სერტიფიკატი ავსტრალიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან. შემდეგ არენამ იმღერა 2000 წელს სიდნეის ოლიმპიადაზე. მან მიიღო „მუსიკალური მიღწევების ჯილდო“ იმავე წლის ARIA Music Awards-ზე. 2000 წელს გამოუშვა კომპილაციური ალბომი სახელწოდებით „Souvenirs".

არენას მეოთხე ალბომი „Just Me" გამოვიდა 2001 წელს. ნამუშევარი მეშვიდე ადგილზე გავიდა ავსტრალიის ალბომების ჩარტში.[5] მან ჩაწერე კომპოზიციები ისეთ მუსიკოსებთან, როგორიცაა ნაილ როჯერსი და დესმონდ ჩაილდი. 2003 წელს გამოუშვა სინგლი „Never (Past Tense)". კომპოზიცია აშშ-ს Billboard Dance Airplay Chart-ის სათავეში მოხვდა. იმავე წელს გამოვიდა ფესტივალებზე Sydney Gay და Lesbian Mardi Gras.[6]

ტინას მეორე კომპილაციური ალბომი, „Greatest Hits 1994-2004", გამოვიდა 2004 წელს.[7] მალევე გამოუშვა სადებიუტო ფრანგულენოვანი ალბომი Un autre univers. ნამუშევარმა საფრანგეთში მიიღო პლატინის სერტიფიკატი. 2007 წელს ითამაშა სპექტაკლში West End. მან ასევე იმავე წელს დამოუკიდებლად გამოუშვა მეექვსე სტუდიური ალბომი Songs of Love & Loss. არენამ გამოუშვა კიდევ ორი ფრანგულენოვანი ალბომი 7 vies და The Best & le meilleur.[8]

2010 წლის იანვარში არენამ რონან კიტინგთან ერთად იმღერა ფესტივალზე A Day on the Green.[9] ტინამ ასევე გამოუშვა ლეივ-ალბომი Live: The Onstage Collection. 2011 წლის ივლისში მუსიკოსმა იმღერა ავსტრალიის ეროვნული ჰიმნი ტურ დე ფრანსის გამარჯვებულთა ცერემონიაზე პარიზში.[10] 2011 წელს გახდა კონკურსის, The Sing-Off ჟიურის წევრი და მიიღო რაინდის წოდება ფრანგულ კულტურაში შეტანილი წვლილისთვის.

2013 წელს გამოუშვა ინგლისურენოვანი ალბომი Reset. იმავე წელს გამოვიდა მისი ავტობიოგრაფიული წიგნი „Now I Can Dance".[11] 2015 წელს ტინამ გამოუშვა თავისი მეთერთმეტე ალბომი Eleven. იმავე წელს მუსიკოსი მოხვდა ARIA-ს დიდების დარბაზში და მიიღო ავსტრალიის ღირსების ორდენი. 2017 წელს გამოუშვა კომპილაციური ალბომი სახელწოდებით „Greatest Hits & Interpretations". 2018 წელს გამოუშვა კიდევ ერთი ფრანგულენოვანი ალბომი Quand tout Recommence.[12]

2019 წელს ტინა გახდა ავსტრალიის ხელოვნების საბჭოს წევრი. ის ასევე იყო ნომინირებული ჰელფმანის ჯილდოზე მიუზიკლ Evita-ში შესრულებული როლისთვის.[13]

დისკოგრაფია

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Lallo, Michael (12 September 2014). „Lunch with Tina Arena“. The Sydney Morning Herald. ციტირების თარიღი: 13 September 2014.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Czech National Authority Database
  2. McFarlane, Ian (2000) „Encyclopedia entry for 'Tina Arena'“, Encyclopedia of Australian Rock and Pop. St Leonards, NSW: Allen & Unwin. ISBN 1-86508-072-1. 
  3. New Release Summary – Product Available from : 29/08/94 > Singles (from The ARIA Report Issue No. 237). ARIA, via Imgur.com. ციტირების თარიღი: 15 November 2019
  4. Hung, Steffen. Discography Tina Arena. Australian Charts Portal. Hung Medien (Steffen Hung). ციტირების თარიღი: 27 October 2015
  5. Hung, Steffen. Discography Tina Arena. Australian Charts Portal. Hung Medien (Steffen Hung). ციტირების თარიღი: 27 October 2015
  6. Tina Arena Concert Setlist at Sydney Mardi Gras 2005 on March 6, 2005. ციტირების თარიღი: 22 July 2013
  7. „Australia's Tina Arena Splits With Sony“. Billboard. 26 February 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 July 2014. ციტირების თარიღი: 25 July 2013.
  8. Hung, Steffen. Discographie Tina Arena fr. French Charts Portal. Hung Medien. ციტირების თარიღი: 28 October 2015
  9. Bahbah, Sandra (17 January 2010). „Ronan Keating, Tina Arena and Damien Leith Sizzle at A Day on the Green“. Perth Now. Sunday Times. News Corp Australia. ციტირების თარიღი: 22 July 2013.
  10. „Tour and Cadel waited for Tina Arena“. Herald Sun. News Corp Australia. Australian Associated Press (AAP). 25 July 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 December 2013. ციტირების თარიღი: 22 July 2013.
  11. Hung, Steffen. Discography Tina Arena. Australian Charts Portal. Hung Medien (Steffen Hung). ციტირების თარიღი: 27 October 2015
  12. Hung, Steffen. Discographie Tina Arena fr. French Charts Portal. Hung Medien. ციტირების თარიღი: 28 October 2015
  13. 2019 Nominees and Winners | Helpmann Awards.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტინა_არენა“-დან