ტიმოთეს მიმართ (პირველი) ეპისტოლე
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — პავლე მოციქულის 14 ეპისტოლიდან ერთ–ერთი. ეპისტოლე შედგება 6 თავისაგან. ტიმოთე იყო პავლეს უახლოესი მოწაფე. პირველი ეპისტოლე პავლემ მისწერა ტიმოთეს ეფესოს დატოვების შემდეგ, სადაც მან ტიმოთე დატოვა და აინტერსებდა, რა სიძნელეები შეხვდა მას მოძღვრის წამოსვლის შემდეგ. პავლემ ეპისტოლე გაუგზავნა და გაამხნევა, რომ განემტკიცებინა იგი ცრუმოძღვართა წინააღმდეგ ბრძოლაში.
ეპისტოლეში ჩამოყალიბებულია აუცილებელი ვალდებულებანი იმ პირებისა, რომლებიც მოწოდებულნი არიან ემსახურონ ქრისტიანულ ეკლესიას, როგორც მორწმუნეთა საზოგადოებას: დიაკონი, ხუცესი და ეპისკოპოსი, სულიწმიდის მიერ დადგენილი ეკლესიის მსახურნი ხელდასხმას მოციქულთაგან იღებენ. ხელდასხმის პირობას წარმოადგენს ხელდასასხმელის პირადი ღირსებები (1ტიმ. 30). ეპისკოპოსებისა და ხუცესთა მთავარი მოვალეობა იყო პირველ ყოვლისა, დაენერგათ ჭეშმარიტი მოძღვრება მადლით ხსნის შესახებ გოლგოთის გზით, ჭეშმარიტების დაცვით და ასევე საეკლესიო დისციპლინის მეთვალყურეობა. ამ მოვალეობებს წმიდა წერილი ადარებს ცხვრის ფარის მწყემსის მოვალეობებს.
ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეები თავისი შინაარსით მსგავსია ტიტეს მიმართ ეპისტოლისა, რადგან პავლე მოციქული თითქმის მსგავსი შინაარსის მითითებებს იძლევა ორივე მათგანში. ამიტომ, „სამოძღვრო ეპისტოლეებს“ უწოდებენ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქ. ძოწენიძისა და კ. დანელიასი, პავლენი (პავლეს ეპისტოლეთა ქართული ვერსიები), თბილისი, 1974, გვ. 3-65.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ახალი აღთქმა
- ახალი აღთქმა (საქმენი, ეპისტოლენი, გამოცხადება) დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.
- ელექტრონული წიგნები ქართულად დაარქივებული 2021-05-07 საიტზე Wayback Machine.
- ტიმოთეს მიმართ I და II ეპისტოლე დაარქივებული 2023-02-13 საიტზე Wayback Machine.
- პავლე მოციქულის ეპისტოლე ტიმოთეს მიმართ (პირველი)
- პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე ტიმოთეს მიმართ. თავი პირველი
- აუდიო–ვერსია