სულიწმიდაქრისტიანობის თანახმად არის ერთი ღმერთის — წმინდა სამების მესამე პირი (ბუნება). იგი მარადიული, შეუქმნელი, ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნეა, წმინდა სამების ერთობაში მამასთან და ძესთან ერთად მუდმივად თაყვანცემული და განდიდებული სულიწმინდა მარადმყოფობს მამასა და ძესთან. როგორც არასოდეს არ ყოფილა დრო, როცა არ არსებობდა ძე, ასევე, არასდროს არ ყოფილა ჟამი, როცა არ იყო სულიწმინდა. სულიწმინდა „გამოდის მამისაგან“ მარადიულ, ღმრთეებრივი და უწყვეტი „გამომავლობით“ (იოანე, 15:26).

სულიწმინდის ვიტრაჟი წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან.

სულიწმინდა შთააგონებს წმინდანებს, რომლებიც ღაღადებენ ღვთის სიტყვას და აღასრულებენ ღვთის ნებას: ის ცხებს წინასწარმეტყველებს, მღვდლებსა და ძველი აღთქმის მეფეებს; სულიწმინდა „გარდამოვიდა და დაადგა“ იესო ქრისტეს და ქმნა იგი ღვთის მესიად (ცხებულად) და ასეთად გამოუცხადა იგი ქვეყნიერებას. ამიტომ ახალ აღთქმისეულ პირველ ღვთის განცხადებაში – იოანეს მიერ ქრისტეს ნათლობაში სულიწმინდა გაცხადდა ქრისტეზე გარდამომავალად და მასზე „დადგრომილად“, „ვითარცა ტრედი გარდამომავალი ზეცით“ (იოანე, 1:32).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება