ტილი ედინგერი
იოჰანა გაბრიელ ოტილი „ტილი“ ედინგერი (დ. 13 ნოემბერი, 1897 ― გ. 27 მაისი, 1967) ― გერმანელი-ამერიკელი პალეონტოლოგი და პალეონეიროლოგიის ფუძემდებელი.
ტილი ედინგერი | |
---|---|
გერმ. Tilly Edinger | |
დაბ. თარიღი | 13 ნოემბერი, 1897[1] [2] [3] [4] |
დაბ. ადგილი | მაინის ფრანკფურტი |
გარდ. თარიღი | 27 მაისი, 1967[1] [2] [3] [4] (69 წლის) |
გარდ. ადგილი | კემბრიჯი |
დასაფლავებულია | ფრანკფურტის მთავარი სასაფლაო |
მოქალაქეობა | გერმანია |
საქმიანობა | პალეონტოლოგი, ზოოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი და neurologist |
მუშაობის ადგილი | ჰარვარდის უნივერსიტეტი[5] , უელსლის კოლეჯი, Senckenberg Museum[5] და ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი[5] |
ალმა-მატერი | ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი[5] , ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი[5] და ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი[5] |
ჯილდოები | გუგენჰაიმის სტიპენდია[5] და ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი |
ადრეული წლები
რედაქტირებატილი ედინგერი 1897 წლის 13 ნოემბერს მდიდარ ებრაულ ოჯახში დაიბადა. მამამისმა, ლუდვიგ ედინგერმა, ფრანკფურტის პირველი ნეიროლოგიური კვლევითი ინსტიტუტი დააარსა, რისი წყალობითაც ედინგერს სამეცნიერო წრეებთან ახლო ურთიერთობები ჰქონდა.[6][7] ის სამი დედმამიშვილიდან ყველაზე პატარა იყო.[8] მისი ძმა ფრიცი ჰოლოკოსტის დროს მოკლეს, ხოლო მისი და დოქტორი დორა ლიპშიცი აშშ-ში ემიგრაციაში წავიდა. თინეიჯერობისას, ედინგერს სმენა თანდათანობით დაუქვეითდა. მოზრდილ ედინგერს მთლიანად დაუქვეითდა სმენა და სასმენი აპარატის გარეშე არაფერი ესმოდა. ედინგერმა განათლება ფრანკფურტში, შილერ-შულეს გოგონათა სკოლაში მიიღო. 1916 წელს ედინგერი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტსა და მიუნხენის უნივერსიტეტში სწავლობდა, ზოოლოგიის ხარისხის მისაღებად, მაგრამ მოგვიანებით მიმართულება შეიცვალა და გეოლოგია/პალეონტოლოგიის მიმართულებით გააგრძელა სწავლა. ედინგერმა სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობა 1920 წელს დაიწყო მის მენტორთან, ფრიც დრევერმანთან ერთად, ფრანკფურტის უნივერსიტეტში. 1921 წელს მისი სადოქტორო თეზისის ნაწილები ჟურნალ Senckenbergiana-ში გამოქვეყნდა.[9] ხარისხის მიღების შემდეგ ედინგერი ფრანკფურტის უნივერსიტეტის გეოლოგიურ-პალეონტოლოგიურ ინსტიტუტში მუშაობდა როგორც „მოხალისე-ასისტენტი“ (1921-1927). 1927-1938 წლებში ედინგერი ანაზღაურების გარეშე კურატორად მუშაობდა ზენკენბერგის მუზეუმში.
შემდგომი წლები
რედაქტირებაედინგერმა პროფესიული კარიერა 1921 წელს დაიწყო როგორც პალეონტოლოგიის მკვლევარმა ასისტენტმა ფრანკფურტის უნივერსიტეტში. ეს პოზიცია 1927 წლამდე ეკავა. ამავე წლიდან ზენკენბერგის ბუნების მუზეუმში ხერხემლიანთა პალეონტოლოგიის კურატორის პოზიცია ეკავა. ამ პოზიციაზე 1938 წლამდე მუშაობდა და დროს ხერხემლიანების კვლევაზე ხარჯავდა. ამ პერიოდში, 1929 წელს ედინგერმა გამოაქვეყნა ნაშრომი Die Fossilen Gehirne (ნამარხი ნაშთების ტვინები), რომლითაც პალეონეიროლოგიას ჩაუყარა საფუძველი და მის მიგნებას ეფუძნებოდა, რომლის მიხედვითაც ხერხემლიანთა ტვინი ნამარხ თავის ქალაზე ანაბეჭდებს ტოვებს და პალეონეიროლოგებს ანატომიის გარჩევის საშუალებას აძლევს.[10][6] ედინგერზე დიდი გავლენა მოახდინა თანამედროვე ხერხემლიანთა პალეონტოლოგების: ოტო შინდევოლფის, ლუის დოლოსა და ფრიდრიხ ფონ ჰიუნეს ნააზრევმა.[6][11] ებრაელობის გამო ედინგერს გერმანიაში კარიერის აწყობა გაუჭირდა 1933 წელს ნაცისტური პარტიის სათავეში მოსვლისა და „რასისტული კანონების“ შემოღების შემდეგ, რომელიც ებრაელ მოსახლეობას სდევნიდა.[7] მომდევნო 5 წლის მანძილზე ზენკენბერგის მუზეუმის დირექტორის, რუდოლფ რიხტერის მფარველობით ედინგერი საიდუმლოდ მუშაობდა მუზეუმში.
სამეცნიერო მემკვიდრეობა
რედაქტირებაპალეონეიროლოგია
რედაქტირებაედინგერმა 1920-იან წლებში, გერმანიაში საფუძველი ჩაუყარა ნეიროლოგიისა და პალეონტოლოგიის ერთობლივ ანალიზსს. პალეონეიროლოგიის განვითარება ედინგერმა შედარებითი ანატომია მიმდევრობით სტრატიგრაფიასთან ინტეგრირებით შეძლო. მან აგრეთვე შემოიტანა დროის კონცეფცია ნეიროლოგიაში და ხერხემლიანთა ტვინის მანამდე არსებული სამეცნიერო გაგება შეცვალა.
ტვინის ზომები
რედაქტირებაედინგერის სამეცნიერო მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია ოტნელ ჩარლზ მარშის ინტერპრეტაციები „ტვინის ზრდის ზოგადი კანონების“ შესახებ. მარში თვლიდა, რომ ტვინის ზომა გაიზარდა მეზოზოური ხანიდან კაინოზოურ ხანამდე, ხოლო ედინგერმა დაასკვნა, რომ სხვადასხვა ხაზის ცხოველთა ტვინის ზომების შედარება არ შეიძლება. ამ დასკვნის მხარდასაჭერად, ედინგერის არგუმენტი იმაში მდგომარეობდა, რომ მესამეულ პერიოდში სხეულის ზომები გაიზარდა, ხოლო სხეულის ზომასთან მიმართებაში ტვინის ზომა შემცირდა. რადგანაც მარშს ანალიზისას სხეულის ზომა არ მიუღია მხედველობაში, ხოლო ედინგერს ალომეტრიული სკალირება არ გამოუყენებია, ტვინის ზომასთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნის გაკეთება ვერცერთმა შეძლო.[7]
ჯილდოები
რედაქტირებაცხოვრების მანძილზე პიონერული საქმიანობისთვის ედინგერი სხვადასხვა ორგანიზაციამ არაერთი პრემიითა და წოდებით დააჯილდოვა. 1943-1944 წლებში გუგენჰაიმის ფონდის წევრი, ხოლო 1950-1951 წლებში ქალთა უნივერსიტეტის ამერიკული ასოციაციის წევრი იყო.[12] 1953 წელს ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემიის წევრად აირჩიეს.[13] მისი მიღწევებისთვის სხვადასხავა დაწესებულებამ საპატიო დოქტორის წოდებით დააჯილდოვა, მათ შორის: უელსის კოლეჯმა (1950), გისენის უნივერსიტეტმა (1957) და მისმა ალმა-მატერმა, ფრანკფურტის უნივერსიტეტმა (1964).[8] გარდა იმისა, რომ ედინგერი ხერხემლიანთა პალეონტოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი იყო, იგი აგრეთვე ირიცხებოდა სხვა სამეცნიერო საზოგადოებებშიც, მათ შორის: ევოლუციის შემსწავლელ საზოგადოებაში, Paleontologische Gesellschaft-სა და Senckenberg naturf Gesellschaft-ში.[12]
ტილი ედინგერი 1967 წლის 27 მაისს კემბრიჯში, მასაჩუსეტსის შტატში გარდაიცვალა საგზაო შემთხვევის შედეგად თავის დაზიანებებისგან.[8][14] სიკვდილამდე ედინგერმა უკანასკნელი ნაშრომის პალეონეიროლოგიის სრულყოფილი მიმოხილვა დასრულება ვერ მოასწრო. მოგვიანებით ეს ტომი მისმა კოლეგებმა დაასრულეს და ედინგერის გარდაცვალების შემდეგ გამოაქვეყნეს.[6]
გამოქვეყნებული ნაშრომები
რედაქტირებაედინგერმა მაინის ფრანკფურტში, ზენკენბერგში ყოფნისას პალეონეიროლოგიას ჩაუყარა საფუძველი. მასზე დიდი გავლენა მოახდინა ო. ს. მარშის თეორიულმა ნააზრევმა ტვინის ევოლუციის შესახებ..[6] ზენკენბერგის ბუნების მუზეუმში ყოფნისას ედნგერმა ხერხემლიანები შეისწავლა და Senckenberg naturf Gesellschaft გამოაქვეყნა. მან აღმოაჩინა, რომ ტვინის თავის ქალაზე შესაბამის ანაბეჭდებს ტოვებს და სწორედ ამაზე დააფუძნა მისი ნაშრომი. ჰარვარდის შედარებითი ზოოლოგიის მუზეუმში მუშაობისას ედინგერმა გამოაქვეყნა ნაშრომი „ცხენის ტვინის ევოლუცია“. მანვე შეადგინა ბიბლიოგრაფია ნამარხი ხერხემლიანების შესახებ შედარებითი ზოოლოგიის მუზეუმში.[7][15]
ლიტერატურა
რედაქტირება- Buchholtz, Emily A.; Seyfarth, Ernst-August (March 1999). „The gospel of the fossil brain: Tilly Edinger and the science of paleoneurology“ (PDF). Brain Research Bulletin. 48 (4): 351–361. doi:10.1016/s0361-9230(98)00174-9. ISSN 0361-9230. PMID 10357066.
- Buchholtz, Emily A.; Seyfarth, Ernst-August (August 2001), "The Study of "Fossil Brains": Tilly Edinger (1897–1967) and the Beginnings of Paleoneurology", BioScience 51 (8): 674–682, , http://www.wellesley.edu/Biology/Faculty/Emily/BioScienceEdinger.pdf
- Oakes, Elizabeth H. (2002), International Encyclopedia of Women Scientists, Facts On File, Inc., ISBN 978-0-8160-4381-1, https://archive.org/details/internationalenc00oake
- Ogilvie, Marilyn; Harvey, Joy (2000), "Johanna Gabrielle Ottelie Edinger (Tilly)", The Biographical Dictionary of Women in Science, ISBN 978-0-415-92038-4, https://archive.org/details/biographicaldict00ogil_0
- Suer, Sharon F. (1999), Proffitt, Pamela, რედ., "Tilly Edinger", Notable Women Scientists (Gale Group Inc.), ISBN 978-0-7876-3900-6, https://archive.org/details/notablewomenscie00pame
დამატებითი საკითხავი
რედაქტირება- Lang G., Harry (1995) Deaf persons in the arts and sciences : a biographical dictionary. Westport, Connecticut: Greenwood Press, გვ. 423. ISBN 9780313291708. OCLC 31374052.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Episode 3: Tilly Edinger დაარქივებული 2021-04-25 საიტზე Wayback Machine. from Babes of Science დაარქივებული 2019-03-29 საიტზე Wayback Machine. podcasts
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #116356030 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 FemBio database
- ↑ 4.0 4.1 გუგენჰაიმის მუზეუმი — 1937.
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 Guggenheim Fellows database
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 Buchholtz და Seyfarth 1999
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 Buchholtz და Seyfarth 2001
- ↑ 8.0 8.1 8.2 Suer 1999, pp. 144–145.
- ↑ Tilly Edinger Facts. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-23. ციტირების თარიღი: 2019-03-23
- ↑ Yount 1999, pp. 55–56.
- ↑ Buchholtz & Seyfarth 2001, p. 674.
- ↑ 12.0 12.1 Ogilvie & Harvey 2000, pp. 400–401.
- ↑ Book of Members, 1780–2010: Chapter E. American Academy of Arts and Sciences. ციტირების თარიღი: July 29, 2014.
- ↑ Buchholtz & Seyfarth 2001, p. 676.
- ↑ Romer, Alfred Sherwood; Wright, Nelda E.; Edinger, Tilly; van Frank, Richard (November 1962) Bibliography of Fossil Vertebrates Exclusive of North America, 1509–1927, GSA Memoirs. Geological Society of America. DOI:10.1130/mem87v1-p1. ISBN 9780813710877.