ტილაპიაციქლასებრთა ოჯახის რამდენიმე გვარის ასამდე სახეობის თევზის საერთო სახელწოდება. წინათ მრავალი სახეობა გაერთიანებული იყო Tilapia-ს გვარში. შემდგომში კვლევების საფუძველზე გამოყეს ცალკე გვარები: Oreochromis, Sarotherodon, Coelotilapia, Coptodon, Heterotilapia და Pelmatolapia. Tilapia-ს გვარში კი მხოლოდ 4 სახეობა დატოვეს.[1][2]

ტილაპია
აღწერა
თევზების მრავალი სახეობის საერთო სახელწოდება
სამეცნიერო სახელი
Tilapia
მშობლიური ტაქსონი
ციქლასებრნი
გვარები
სურათები ვიკისაწყობში

სხეული ოვალურია, მცირედაა შებრტყელებული გვერდებიდან. სიგრძე, ჩვეულებრივ, 20–40 სმ-ია, მასა 100-დან 700 გრამამდე. ზურგის ფარფლი გრძელია, კუდისა ამოკვეთილი არ არის. შეფერილობა მკვეთრი არ არის.[3] უმრავლესობა ბუნებრივად გავრცელებულია აფრიკაში.[4] ბინადრობენ მტკნარ და მომლაშო წყალსატევებში. არსებობს მრავალი ქვესახეობა, ადგილობრივი ვარიაცია და ბუნებრივი ჰიბრიდი. ყოვლისმჭამელი თევზებია, ადვილად იტანენ ბუნებრივი გარემოს პირობების ცვლილებას. ქვირითს ყრიან გრუნტის ჩაღრმავებულ ადგილებში, ბუდესა და ლიფსიტებს იცავენ. რეწვის, ტბორული თევზმეურნეობისა და აკვარიუმში ყოლის ობიექტებია (აკვარიუმში — მცირე ზომის სახეობები).[3] გამოირჩევა კომერციული პოტენციალით; უპირატესობებია სწრაფი ზრდა, დაავადებების მიმართ მედეგობა და საკვებად წყალმცენარეებისა და ზოოპლანქტონის გამოყენება. აკვაკულტურაში იყენებენ ჯერ კიდევ ეგვიპტის ცივილიზაციის ადრეული პერიოდიდან. შემდეგში შეიყვანეს მსოფლიოს მრავალი თბილი ოლქის მტკნარ წყალსატევებში. ყველაზე მეტად კულტივირებული და ინტროდუცირებული სახეობაა ნილოსის ტილაპია (Oreochromis niloticus).[4]

  1. Nagl, Sandra; Tichy, Herbert; Mayer, Werner E.; Samonte, Irene E.; McAndrew, Brendan J.; Klein, Jan (სექტემბერი, 2001). „Classification and Phylogenetic Relationships of African Tilapiine Fishes Inferred from Mitochondrial DNA Sequences“. Molecular Phylogenetics and Evolution. 20 (3): 361–374. doi:10.1006/mpev.2001.0979. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. Dunz, Andreas R.; Schliewen, Ulrich K. (ივლისი, 2013). „Molecular phylogeny and revised classification of the haplotilapiine cichlid fishes formerly referred to as “Tilapia”“. Molecular Phylogenetics and Evolution. 68 (1): 64–80. doi:10.1016/j.ympev.2013.03.015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  3. 3.0 3.1 Решетников Ю. С. Тилапии // Большая российская энциклопедия. т. 32. — М., 2016. — стр. 132.
  4. 4.0 4.1 Tilapia. Encyclopedia Britannica (20 დეკემბერი, 2022). ციტირების თარიღი: 8 თებერვალი, 2023