ტივერები — აღმოსავლეთსლავურ ტომთა გაერთიანება. სახლობდნენ მდინარე დნესტრის გაყოლებაზე შავ ზღვამდე და მდინარე დუნაის შესართავთან. ტივერები მონაწილეობდნენ ცარგრადზე ოლეგისა (907) და იგორის (944) ლაშქრობაში. X საუკუნის შუა წლებში ტივერები შევიდნენ კიევის რუსეთის შემადგენლობაში. XII საუკუნეში პაჭანიკებისა და ყივჩაყების შემოსევის გამო ტივერებმა ჩრდილოეთით გადაინაცვლეს და თანდათან შეერივნენ მეზობელ სლავ ტომებს.

სლავები და მათი მეზობლები

ლიტერატურა

რედაქტირება