ტიგრან ავეტისიანი
ტიგრან გიორგის ძე ავეტისიანი (დ. 18 თებერვალი, 1891, თბილისი — გ. 26 მაისი, 1938, კრასნოიარსკი) — სომეხი პოლიტიკოსი, იურისტი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, პარტია „დაშნაკცუთიუნის“ (სომხეთის რევოლუციური ფედერაცია) წევრი.
ტიგრან ავეტისიანი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 18 თებერვალი, 1891 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. თარიღი | 26 მაისი, 1938 (47 წლის) |
გარდ. ადგილი | კრასნოიარსკი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებატიგრან გიორგის ძე ავეტისიანი დაიბადა 1891 წლის 18 თებერვალს, თბილისში. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1908 წელს დაპატიმრებული იყო პოლიტიკური საბაბით. 1918 წელს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრის. 1919 წლის სექტემბერში დამატებითი არჩევნების შედეგად მოხვდა საქართველოს დამფუძნებელ კრებაში. საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ დააპატიმრეს. დახვრიტეს 1938 წლის 26 მაისს. რეაბილიტირებულია 1957 წლის 8 ივნისს — კრასნოიარსკის სამხარეო სასამართლოს და 1989 წლის 10 ივლისს — კრასნოიარსკის მხარის პროკურატურის მიერ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხვადაგიანი ი., საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. გვ. 147-148, თბ., 2016