ტიბერინის რესპუბლიკა
ტიბერინას რესპუბლიკა (იტალ. Repubblica Tiberina) — მცირე ხნით არსებული საფრანგეთის ვასალი რესპუბლიკა ნაპოლეონის ომების დროს იტალიის ტერიტორიაზე.
ტიბერინას რესპუბლიკა Repubblica Tiberina საფრანგეთის სატელიტი რესპუბლიკა | |||||||
| |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
დედაქალაქი | პერუჯა | ||||||
ენა | იტალიური | ||||||
მმართველობის ფორმა | რესპუბლიკა | ||||||
რესპუბლიკა გამოცხადდა 1798 წლის 4 თებერვალს ფრანგების მიერ დაპყრობილ ქალაქ პერუჯაში. რესპუბლიკის დასახელება წარმოიშვა მდინარე ტიბრის სახელიდან. რესპუბლიკის მეთაური იყო კონსული, რესპუბლიკის დროშად გამოიყენებოდა საფრანგეთის დროშა.
1798 წლის 8 მარტს ტიბერინას რესპუბლიკა შევიდა რომის რესპუბლიკის შემადგენლობაში.