ტეროფიტები, თეროფიტები (ბერძ. theros — ზაფხული და ბერძ. phyton — მცენარე) — ერთწლოვანი მცენარეები, რომელთაც წლის არახელსაყრელი სეზონური პირობები გადააქვთ თესლის ან სპორების სახით. ასეთია უმთავრესად ყვავილოვანი მცენარეები, აგრეთვე ხავსები, ლიქენები და სოკოები.

ყვავილოვან მცენარეთა შორის ტეროფიტებს განასხვავებენ განვითარების სეზონურობის, ღეროს ზრდის ფორმის (სწორმდგომი, ხვიარა, მხოხავი, მცოცავი და გართხმული და სხვა), ფოთლების გაწყობის (როზეტიანი, ნახევრადროზეტიანი, უროზეტო), კვების (პარაზიტები, ნახევრად პარაზიტაბი და სხვა), ვეგეტატიური ორგანოების კონსისტენციის (ღეროსუკულენტური, ფოთოლსუკულენტური და სხვა), ეკლიანობის, შებუსვის, სიმაღლისა და სხვას მიხედვით. ტეროფიტები ძირითადად მშრალ ადგილებში (უდაბნო, სტეპი, ფრიგანა და სხვა დგილები) გვხვდება.

ლიტერატურა

რედაქტირება