ტენტენის თავგადასავლები

ტენტენის თავგადასავლები“ (ფრანგ. „Les Aventures de Tintin“) — კომიქსების სერია, შექმნილი ბელგიელი მხატვარ ჟორჟ რემის (1907–1983) მიერ, რომელიც წერდა ფსევდონიმით „ერჟე“. სერია პირველად გამოქვეყნდა ბელგიურ საბავშვო ჟურნალ „Le Petit Vingtième“–ში, 1929 წლის 10 იანვარს.

„ტენტენის თავგადასავლები“
„Les Aventures de Tintin“

გმირი(ები) ტენტენი, მილუ, კაპიტანი ჰედოკი
სერიიდან ტენტენის თავგადასავლები
გუნდი
მხატვარი(ები) ერჟე, ბობ დე მური, ედგარ ჯეიკობსი
შემქმნელი(ები) ერჟე
პირველი გამოცემა
პირველად გამოიცა 1929
ენა ფრანგული

ტენტენის თავგადასავლების კომიქსების სერიამ დიდი პოპულარობა მოიპოვა ევროპაში. ეს წიგნები 50 ენაზეა თარგმნილი. აქამდე გაყიდულია მათი 200 მილიონი გამოცემა.

მთლიანობაში, არსებობს კომიქსის 24 კანონიკური ტომი.

ქართულმა გამომცემლობა „აგორამ“ 2009 წელს გამოსცა კომიქსების ერთ-ერთი ტომი, „ფარაონის სიგარები“.[1][2]

კომიქსების სია

რედაქტირება

სიაში წარმოდგენილია 24 კანონიკური კომიქსი „ტენტენის“ სერიიდან, ინგლისურ ენაზე, ფრანგულად გამოცემის თარიღებით.

„ტენტენის“ კომიქსები
ალბომის ნომერი სახელწოდება სერიალიზაცია ალბომი (შავ-თეთრი) ალბომი (ფერადი) შენიშვნები
1 „ტენტენი საბჭოთა ქვეყანაში“ 1929–1930 1930 ერჟე 1973 წლამდე ამ წიგნის გამოცემას ეწინააღმდეგებოდა. იგი ფერადი სახით არასოდეს დაბეჭდილა.
2 „ტენტენი კონგოში“ 1930–1931 1931 1946 ხელახლა გამოიცა ფერადად, 62 გვერდიანი ფორმატით.
3 „ტენტენი ამერიკაში“ 1931–1932 1932 1945
4 „ფარაონის სიგარები“ 1932–1934 1934 1955
5 „ლურჯი ლოტოსი“ 1934–1935 1936 1946
6 „მოტეხილი ყური“ 1935–1937 1937 1943
7 „შავი კუნძული“ 1937–1938 1938 1943, 1966
8 „ოტოკარის სკიპტრა“ 1938–1939 1939 1947
9 „კიბორჩხალა ოქროს კლანჭებით“ 1940–1941 1941 1943
10 „ჩამოვარდნილი ვარსკვლავი“ 1941–1942 1942 წიგნი 10 იყო პირველი, რომელიც ფერადად გამოიცა, #11-15 ნომრების სახით. ამას დაემთხვა მეორე მსოფლიო ომი და ცვალებადი პარტნიორები.
11 „მარტორქის საიდუმლო“ 1942–1943 1943
12 „წითელი რეკჰემის განძი“ 1943 1944
13 „შვიდი ბროლის ბურთი“ 1943–1946 1948
14 „მზის ტაძარი“ 1946–1948 1949
15 „ტენტენი შავი ოქროს მიწაზე“ 1948–1950 1950, 1971
16 „დანიშნულება — მთვარე“ 1950–1952 1953 წიგნები #16-23 (აგრეთვე წიგნების 4, 7 და 15 ხელმეორე ტირაჟები) და Studios Hergé-ს გამოცემები.
17 „მკვლევრები მთვარეზე“ 1952–1953 1954
18 „ტურნესოლის საქმე“ 1954–1956 1956
19 „წითელი ზღვის ზვიგენები“ 1956–1958 1958
20 „ტენტენი ტიბეტში“ 1958–1959 1960
21 „კასტაფიორეს ზურმუხტი“ 1961–1962 1963
22 „სიდნეის რეისი 714“ 1966–1967 1968
23 „ტენტენი და პიკაროსები“ 1975–1976 1976
24 „ტენტენი და ალფა-არტი“ 1986 2004 ერჟეს დაუსრულებელი წიგნი, გამოიცა მისი გარდაცვალების შემდეგ.

ერთი სიუჟეტის ნაწილია შემდეგი ნომრები:

გარდა ამ სერიისა, 1972 წელს გამოიცა ალბომი ერჟეს ზედამხედველობით, თუმცა არა მისი ავტორობით. იგი ეფუძნება ფილმს „ტენტენი და ზვიგენების ტბა“.

ერჟეს დაწყებული ჰქონდა და შეწყვიტა მუშაობა კიდევ ერთ ალბომზე - „Le Thermozéro“ (1958).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება