ტენტენი კონგოში“ (ფრანგ. „Tintin au Congo“) — „ტენტენის თავგადასავლების“ სერიის მეორე ტომი. ამ ნაწილში ტენტენი და მისი ძაღლი მილუ მოხვდებიან ბელგიის კონგოში. გარდა ადგილობრივ მოსახლეობასთან და ცხოველებთან შეხვედრისა, ტენტენი აღმოაჩენს ალ კაპონეს მზაკვრულ, ალმასების კონტრაბანდის გეგმას.

„ტენტენი კონგოში“
„Tintin au Congo“

ფრანგული გამოცემის გარეკანი
გამომცემელი Le Petit Vingtième
გამოცემის თარიღი
  • 1931 (შავ-თეთრი)
  • 1946 (ფერადი)
სერიიდან „ტენტენის თავგადასავლები“
გუნდი
შემქმნელი(ები) ერჟე
პირველი გამოცემა
გამოცემის თარიღები 5 ივნისი 1930 – 11 ივნისი 1931
ენა ფრანგული
ქრონოლოგია
წინა „ტენტენი საბჭოთა ქვეყანაში“ (1930)
შემდეგი „ტენტენი ამერიკაში“ (1932)

ეს გამოცემა კომერციულად წარმატებული იყო და შემდგომში ავტორმა, ერჟემ განაგრძო სერიაზე მუშაობა. წლების შემდეგ გამოცემა გააკრიტიკეს, ვინაიდან კონგოელების ცხოვრება აღწერილი იყო, როგორც კოლონიალური. ბელგიაში, აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოსა და შვედეთში სცადეს კომიქსის საბავშვო აუდიტორიისთვის შეზღუდვაც.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება