ფარაონის სიგარები
„ფარაონის სიგარები“ (ფრანგ. „Les Cigares du pharaon“) — „ტენტენის თავგადასავლების“ სერიის მეოთხე ტომი. ამ ნაწილში ტენტენი და მისი ძაღლი მილუ ეგვიპტეში მოგზაურობისას პოულობენ ფარაონის სამარხს, რომელშიც აგრეთვე აღმოაჩენენ მკვდარ ეგვიპტოლოგებსა და სიგარების ყუთებს. სიგარების საიდუმლოს ამოხსნისას ტენტენი და მილუ საუდის არაბეთსა და ინდოეთში მოგზაურობენ და ნარკოტიკებით ვაჭრობის საერთაშორისო ქსელის საიდუმლოებებს ამხელენ. ამ ნაწილში პირველად ჩნდება ორი დეტექტივი, დიუპონი და დიუპონი, ისევე, როგორც რასტაპოპულოსი.
„ფარაონის სიგარები“ | |
---|---|
„Les Cigares du pharaon“ | |
ფრანგული გამოცემის გარეკანი | |
გამომცემელი | Le Petit Vingtième |
გამოცემის თარიღი |
|
სერიიდან | „ტენტენის თავგადასავლები“ |
გვერდი |
62 (შავ-თეთრი) 127 (ფერადი) |
გუნდი | |
შემქმნელი(ები) | ერჟე |
პირველი გამოცემა | |
გამოცემის თარიღები |
8 დეკემბერი 1932 – 8 თებერვალი 1934 |
ენა | ფრანგული |
მთარგმნელი | |
გამომცემელი | აგორა |
თარიღი | 2009 |
მთარგმნელ(ებ)ი | გიორგი ეკიზაშვილი |
ქრონოლოგია | |
წინა | „ტენტენი ამერიკაში“ (1932) |
შემდეგი | „ლურჯი ლოტოსი“ (1936) |
„ფარაონის სიგარები“ ქვეყნდებოდა 1932–1934 წლებში, სახელწოდებით „ტენტენი აღმოსავლეთში“ (ფრანგ. Tintin en Orient). 1934 წელს გამოვიდა ცალკე შავ-თეთრი ალბომის სახით. ფერადი ვერსია გამოვიდა 1955 წელს. მისი სიუჟეტი უკავშირდება სერიის შემდეგ ტომს, „ლურჯი ლოტოსი“.
„ფარაონის სიგარები“ გიორგი ეკიზაშვილის თარგმანით ქართულმა გამომცემლობა „აგორამ“ 2009 წელს გამოსცა.[1][2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ფარაონის სიგარები, ბიბლუსი
- ↑ ფარაონის სიგარების მიმოხილვა მოლი ბლუმის ბლოგში (ქართ.). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-14. ციტირების თარიღი: 2017-12-01.