ტემი დაკუორტი
ლადა ტემი დაკუორტი (ინგლ. Ladda Tammy Duckworth, დ. 12 მარტი 1968, ბანგკოკი, ტაილანდი) — ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და პოლიტიკოსი, აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრი, აშშ-ის არმიის გადამდგარი პოდპოლკოვნიკი, 2017 წლის 3 იანვრიდან ამერიკელი სენატორი ილინოისის შტატიდან.
ტემი დაკუორტი Tammy Duckworth | |
აშშ-ის სენატორი ილინოისის შტატიდან | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 3 იანვარი, 2017 |
წინამორბედი | მარკ კიორკი |
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 იანვარი, 2013 – 3 იანვარი, 2017 | |
წინამორბედი | ჯო უოლში |
მემკვიდრე | რაჯა კრიშნამურტი |
დაბადებული | 12 მარტი, 1968 ბანგკოკი, ტაილანდი |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია |
მეუღლე | ბრაიან ბაულსბი |
შვილები | 2 |
განათლება | ჰარვარდის უნივერსიტეტი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი |
რელიგია | დეიზმი |
ხელმოწერა |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებატემი დაკუორტი დაიბადა 1968 წლის 12 მარტს ბანგკოკში, ტაილანდი. ყოფილი მეზღვაურის ფრენკ დაკუვორტისა (რომელმაც გაიკეთა დიპლომატის კარიერა) და ლამაი სომპორნპაირინის ოჯახში, ბავშვობიდან ფლობს ტაი ენას[1].
1985 წელს ჰონოლულუში დაასრულა პრეზიდენტ უილიამ მაკ-კინლის სახელობის სკოლა, 1989 წელს, მანოაში მდებარე ჰატრვარდის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მიიღო ბაკალავრის ხარისხი ხელოვნებაში. 1992 წელს კი მაგისტრის ხარისხს იღებს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ.
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ გეგმავდა დიპლომატიური კარიერას, მაგრამ ჩაეწერა თადარიგის ოფიცერთა მომზადების კორპუსში, რათ უფრო მეტი გაეგო სამხედროების ცხოვრების შესახებ. 1992 წელს ჩაირიცხა რეზერვში, 1993 წელს შევიდა ფორტ-რაკერის ზაფხულის სკოლაში (ალაბამა). 2003 წელს ემზადებოდა დოქტორის ხარისხის მისაღებად, მაგრამ ჩაეწერა ილინოისის ეროვნულ გვარდიაში და გაგზავნეს ერაყის ომში. 2004 წლის 12 იანვარს ეკიპაჟ Sikorsky UH-60 Black Hawk-ის შემადგენლობაში იყო და მონაწილეობა მიიღო ფალუჯის ბრძოლაში. თვითმფრინავი ჩამოვარდა და დაკუორტმა მძიმე ტრავმის შედეგად დაკარგა ორივე ქვედა კიდური[2].
2004 წლის 3 დეკემბერს დააჯილდოეს იისფერი გულის მედლით, ასევე დააჯილდოეს საჰაერო მედლით და აშშ-ის არმიის მადლიერების მედლით. მთავარი როლი ითამაშა კომპანია Intrepid Foundation-ის ჩამოყალიბებაში, რომელიც შეიარაღებული ძალების ვეტერანებს დახმარებას უწევდა რეაბილიტაციაში[3].
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირება2006 წელს ჰქონდა პოლიტიკური კარიერის დაწყების წარუმატებელი მცდელობა, ეცადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ადგილის დაკავებას. 2006-2009 წლებში იყო ილინოისის ვეტერანთა საქმეების განყოფილების დირექტორი. 2009-2011 წლებში მუშაობდა აშშ-ის ვეტერანთა საქმეების მინისტრის ასისტენტად. 2012 წელს გახდა დემოკრატიული პარტიის ეროვნული კონვენტის წევრი და აირჩიეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში. მოვალეობის შესრულებას შეუდგა 2013 წლის 3 იანვარს[4].
2015 წელს მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მინეაპოლისის ფასიან ონლაინ-უნივერსიტეტში.
2016 წლის 8 ნოემბერს გაიმარჯვა სენატის არჩევნებში და დაამარცხა მოქმედი სენატორი მარკ კიორკი, რის შედეგადაც ილინოისიდან ორივე სენატორი დემოკრატიული პარტიის წევრი გახდა[5].
პირადი ცხოვრება
რედაქტირება1993 წლიდან დაოჯახებულია ეროვნული გვარდიის მაიორზე ბრაიან ბაულსბიზე. 2014 წელს შეეძნათ პირველი შვილი აბიგაილ ო'კალანი ბაულსბი, ხოლო 2018 წელს მეორე შვილი მეილი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Тэмми Дакворт. Кинопоиск. ციტირების თარიღი: 2016-11-20.
- Tammy Duckworth Biography. Bio. ციტირების თარიღი: 2016-11-20.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Terry Fredricson. (2012-11-08) "Yin dee duay" Congresswoman Tammy (updated with video). Bangkok Post. ციტირების თარიღი: 2016-11-20.
- ↑ Mike Riopell. (2014-11-14) The day Capt. Tammy Duckworth was shot down. Daily Herald. ციტირების თარიღი: 2016-11-20.
- ↑ Robin Cross, Rosalind Miles. Warrior Women: 3000 Years of Courage and Heroism. — Hachette UK, 2012. — ISBN 9780857380814
- ↑ DUCKWORTH, Tammy, (1968 - ). Biograpical Directory. United States Congress. ციტირების თარიღი: 2016-11-20.
- ↑ Monica Davey. (2016-11-08) Tammy Duckworth Unseats Mark Kirk in Illinois Senate Race. Election 2016. The New York Times. ციტირების თარიღი: 2016-11-20.