ტემერნიკის ხიდი
ტემერნიკის ხიდი (რუს. Темерницкий мост) — ხიდი მდინარე დონზე, დონის როსტოვში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. აგებულია 2007-2010 წლებში ინჟინერ ა. ეფრემუშკინის პროექტის მიხედვით. სახელწოდება მიიღო 2011 წლის 17 მარტს[1], ამავე სახელწოდების მდინარისაგან, იმის გამო, რომ ესტაკადის ნაწილი გადაჭიმულია მის ნაპირზეც. მანამდე კი ხიდს ეწოდებოდა „ხიდი სივერსის პროსპექტის დასასრულს“.
ტემერნიკის ხიდი Темерницкий мост | |
---|---|
მდებარეობა | დონის როსტოვი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
სიგრძე | 2255 მ |
სიგანე | 28 მ |
სიმაღლე | 21 მ |
დაწყების თარიღი | 28 დეკემბერი, 2007 |
გახსნის თარიღი | 25 დეკემბერი, 2010 |
აღწერა
რედაქტირებატემერნიკის ხიდი, რომელიც ატარებდა 60 000 მანქანას დღე-ღამეში, ააგეს ვოროშილოვის ხიდის (46 ათასი ავტომობილი დღე-ღამეში) ალტერნატივად. ხიდი მდებარეობს გზატკეცილზე М4 „დონი“, დონის როსტოვიდან კრასნოდარისა და სტავროპოლის მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს ქალაქ სატელიტების ბატაისკისა და აზოვისთვისაც.
ისტორია
რედაქტირებახიდის მშენებლობა მიმდინარეობდა დაჩქარებული ტემპით ვოროშილოვის ხიდის ავარიული მდგომარეობის გამო, რომელიც 2008 წლის 23 ივნისს გაიხსნა გადაადგილებისათვის, თუმცა სატვირთოებს მასზე გავლა ეკრძალებოდათ. მშენებლობის მეორე ეტაპზე „ტემერნიკის დიამეტრის“ ფარგლებში იგეგმებოდა გზაგამტარის მშენებლობა გვარდიის მოედნიდან მეჩნიკოვის ქუჩამდე.
2014 წელს ვოროშილოვის ხიდის ჩამონგრევის საშიშროების გამო, ქალაქის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება აეკრძალათ გადაადგილება ხიდზე, რის გამოც ძირითადი დატვირთვა მოდიოდა ტემერნიკის ხიდზე[2].
2016 წლის ზამთარში გაატარეს მთელი რიგი კომპლექსური ღონისძიებები და გაწმინდეს ტემერნიკის ხიდი[3].
დონის როსტოვის მერის მოადგილის განცხადების საფუძველზე 2017 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მოხდეს ხიდის რემონტი. სარემონტოდ შეარჩიეს ღამის პერიოდი, რადგან ამ დროს ხიდზე საავტომობილო მოძრაობა მინიმალურია[4].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Об установке мемориальных досок, присвоении наименований мосту, улицам и переулкам г. Ростова-на-Дону
- ↑ Из-за закрытия Ворошиловского моста изменят схему проезда машин и общественного транспорта
- ↑ Коммунальщики помыли Темерницкий мост Ростова. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-15. ციტირების თარიღი: 2017-06-08.
- ↑ Почти 190 млн руб потратят на ремонт Темерницкого моста в Ростове[მკვდარი ბმული]