ტელმან ბაღიროვი
ტელმან ბაღიროვი (აზერ. Telman Bağırov, სრული სახელი:Telman Malik oğlu Bağırov; დ. 9 სექტემბერი, 1960, ლიმანი — გ. 20 იანვარი, 1990, ბაქო) — შავი იანვრის ტრაგედიის მსხვერპლი.[1]
ტელმან ბაღიროვი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
9 სექტემბერი, 1960 ლიმანი, ლენქორანის რაიონი, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი |
20 იანვარი, 1990 ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ |
დაკრძალულია | შეჰიდთა ხეივანი |
ეროვნება | აზერბაიჯანელი |
მოქალაქეობა | სსრკ |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1960 წლის 9 სექტემბერს ლენქორანის სოფელ პორტ-ილიჩში (ახლანდელი ქალაქი ლიმანი).[2] პორტ-ილიჩის სოფლის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს სამხედრო სამსახურში, სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ დაამთავრა ბაქოს მე-12 ტექნიკური სკოლა და დაეუფლა კინომექანიკოსის პროფესიას. მოგვიანებით მუშაობდა ბაქოს საყოფაცხოვრებო კონდიციონერების ქარხნის №1 საამქროში. ჯერ პარტიის რიგებში მიიღეს, შემდეგ კი ბაქოს 26 კომისრის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს საპოლიციო დაცვის რაზმში. ჰქონდა მილიციის უმცროსი სერჟანტის წოდება.
1989 წლის ნოემბერში მონაწილეობდა შუშის რაიონის სოფელ მალიბეილის ბრძოლებში.[3]
სიკვდილი
რედაქტირებაიანვრის ტრაგედიის დროს კინოთეატრ „დოსთლუგთან“ ჯარისკაცებმა ესროლა. დაიღუპა სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე.
დაკრძალეს შეჰიდთა ხეივანში
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "20 Yanvar Şəhidi" fəxri adının verilməsi haqqında Azərbaycan Respublikasının Prezidentinin 17 yanvar 2000-ci il tarixli 259 saylı Fərmanı. ციტირების თარიღი: 2015-07-17 (აზერბაიჯანული)
- ↑ Şəhidlər. ციტირების თარიღი: 2022-10-05
- ↑ Həm peşə, həm də Vətən borcu.... ციტირების თარიღი: 2018-01-20(აზერბაიჯანული)