შეჰიდთა ხეივანი (აზერ. Şəhidlər Xiyabanı; 1990 წლამდე — კიროვის სახელობის პარკი / მთიანი ბაღი; აზერ. Киров Паркы / Дағлыг Парк) — საძმო სასაფლაო ბაქოში, სადაც დაკრძალულნი არიან „შეჰიდები“ — ძირითადად „შავი იანვრის“ (126) მსხვერპლები და ყარაბაღის ომში დაღუპული აზერბაიჯანლები. ხეივანში, ასევე არსებობენ ამოუცნობი მებრძოლების სასაფლაოებიც.

შეჰიდთა ხეივანი
მდებარეობა ბაქო, აზერბაიჯანი
დასრულების თარიღი 1990

ადრე შეჰიდთა ხეივანის ადგილას განლაგებული იყო ძველი მუსულმანური სასაფლაო, რომელშიც დაკრძალულნი იყვნენ 1918 წლის მარტის მოვლენებში დაღუპული ხალხი. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ 1935 წელს სასაფლაო განადგურდა, დაკრძალულების ნეშთები გატანილი იქნა და აქ კიროვის სახელობის პარკი იქნა.[1][2]

1990 წლის მოვლენები

რედაქტირება

1990 წლის იანვარში მთიან პარკში „აზადლიგის“ (აზერ. Azadlıq meydanı„თავისუფლების მოედანი“, ყოფილი „ლენინის მოედანი“) მოედნიდან გადმოსვენებულნი იყვნენ გარდაცვლილების ცხედრები, რომლებიც მოკლულნი იყვნენ 1990 წლის 19-20 იანვრის გამთენიისას. 20-21 იანვარს პარკში გათხრილი იყო 120 საფლავი. დაკრძალვა გრძელდებოდა რამდენიმე საათის განმავლობაში. 22 იანვარს დაკრძალულ იქნა კიდევ დამატებით 50 ადამიანი. სამი მათგანი იყო 1918 წლის მარტის თვის ხოცვა-ჟლეტის დროს მოკლული. მათი ცხედრები აღმოაჩინეს საფლავების გათხრის დროს. საფლავებზეც და მათ გარშემოც მოფენილი იყო წითელი მიხაკები, რომლებიც გადაიქცნენ აზერბაიჯანში სამგლოვიარო ხვავილებად.

2000 წლის 17 იანვარს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა გამოსცა განკარგულება „საპატიო წოდების დაარსების შესახებ „20 იანვრის შეჰიდი“, რომელშიც მოყვანილია ამ დღეს მოკლულებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სრული ჩამონათვალი.

შეჰიდთა ხეივანი — ბაქოს ერთ-ერთი ადგილია, რომელსაც, როგორც წესი, საპატიო წევრები ინასხულებენ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Майкл СМИТ. Память об утратах и азербайджанское общество. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-01. ციტირების თარიღი: 2017-12-16.
  2. Day.Az. Проект «Мой Баку»: Нагорный парк. Взгляд с высоты.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-04. ციტირების თარიღი: 2017-12-16.