ტელეფონისტი გოგონები
ტელეფონისტი გოგონები (ესპ. Las Chicas del cable) — 2017 წლის აპრილში გამოსული ესპანური სერიალი პერიოდული დრამის ჟანრში, რომლის ბოლო სეზონიც 2020 წლის ივლისში გავიდა. გადაღებულია კომპანია Netflix-ის მიერ[1]. სერიალის მოქმედება 1920-იანი წლების ესპანეთში ხდება, მთავარ როლებში კი მონაწილეობენ ანა ფერნანდესი, ბლანკა სუარესი, მეგი სივანტოსი და ნადია დე სანტიაგო[2]. პირველი სეზონის პრემიერა Netflix-ის ეთერში 2017 წლის 28 აპრილს შედგა[3]. უკანასკნელი და მეხუთე სეზონის გაშვება Netflix-მა 2020 წლის 14 თებერვალს დაიწყო[4] და ამავე წლის 3 ივლისს დაასრულა[5].
ტელეფონისტი გოგონები | |
---|---|
ჟანრი |
პერიოდული დრამა ტელენოველა |
ავტორი |
რამონ კამპოსი ხემა ნეირა |
მონაწილეობენ |
ბლანკა სუარესი მეგი სივანტოსი ნადია დე სანტიაგო ანა მარია პოლვოროსა ანა ფერნანდეს გარსია |
ქვეყანა | ესპანეთი |
ენა | ესპანური |
სეზონი | 5 |
სერია | 42 |
წარმოება | |
ხანგრძლივობა | 35-63 წუთი |
დისტრიბუტორი | Netflix |
ეთერში | 28 აპრილი, 2017 — 3 ივლისი, 2020 |
რესურსები ინტერნეტში | |
საიტი |
სიუჟეტი
რედაქტირებასერიალის მოქმედება 1928 წელს იწყება ესპანეთში. მადრიდში მდებარე ტელეკომუნიკაციების კომპანია ახალ ოპერატორებს იყვანს. სერიალის მთელი სიუჟეტიც სწორედ კომპანიაში მომუშავე რამდენიმე ქალზეა, რომლებიც ერთმანეთს მალევე უმეგობრდებიან. კომპანიაში მუშაობის დაწყების შემდეგ ოთხი ახალგაზრდა ქალის ცხოვრება სამუდამოდ იცვლება, მათი გამომუშავებული ანაზღაურება კი მათ გარკვეულ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას აძლევს, რაც იმ დროის ესპანეთში ჯერ კიდევ იშვიათობა იყო. თითოეულ მათგანს კომპანიაში მუშაობის სხვადასხვა მიზეზი აქვს. ალბა რომერო, რომელიც თავის ვინაობას მალავს და მადრიდში ხალხს ლიდია აგილარის სახელით ეცნობა, ტელეკომუნიკაციების კომპანიაში მუშაობას გარკვეული მისიის შესასრულებლად იწყებს. ანხელეს ვიდალი დაქორწინებული ქალია, რომელიც ოჯახში ფულის შესატანად მუშაობს. ამასთან, ანხელესს მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და შესაბამისად, კომპანიაში მას მთავარი გამანაწილებლის პოზიცია უკავია. რაც შეეხება კარლოტა როდრიგესს, იგი მხოლოდ იმიტომ იწყებს მუშაობას, რომ თავისი შემოსავალი ჰქონდეს, რითაც შეძლებს თავი დააღწიოს მამამისს, რომელსაც მისი ცხოვრების გაკონტროლება სურს. მარგო სუარესი კი ქალაქში სოფლიდან ახალი ჩასული ქალია და კომპანიაში იმიტომ მიდის, რომ თავი ირჩინოს და სოფელში ახლობლებსაც დაეხმაროს. ოთხი ქალი მუშაობის პროცესში საკმაოდ ახლომეგობრულ კავშირს ქმნის და ისინი იწყებენ ერთმანეთის დახმარებას პირად თუ კარიერულ ცხოვრებაში შექმნილი სირთულეების დროს.
ამ ოთხი ქალის ისტორიით სერიალი მოგვითხრობს, თუ რა სირთულეებს აწყდებოდნენ ქალები 1920-იანი წლების ესპანეთში. აქ განსაკუთრებით ხაზგასმულია ესპანელი ქალების უფლებების შეზღუდვა და მამაკაცების დომინანტური პოზიცია ცხოვრების ყველა სფეროში[6]. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს, როდესაც ანხელესი ცდილობს მოღალატე და მოძალადე ქმარს გაშორდეს, თუმცა კანონი მაინც მისი ქმრის მხარესაა. გარდა ქალთა უფლებებისა, სერიალში ასევე წამოჭრილია ლგბტ თემის პრობლემებიც, რაც ასევე მწვავე საკითხი იყო იმ დროის ესპანეთში. ეს პრობლემა მაშინ გამოჩნდება, როდესაც კარლოტა თავის თანამშრომელ ქალთან იწყებს ინტიმურ ურთიერთობას, რომელიც აღმოჩნდება, რომ შინაგანად ტრანსსექუალია და გამუდმებით მამაკაცის სამოსის ცმის სურვილი აქვს. ამის გამოსასწორებლად იგი ფსიქიატრიულ ცენტრში თავისი სურვილით მიემგზავრება, თუმცა იქ მას ექიმები არასათანადოდ ეპყრობიან და მკურნალობის საკმაოდ ბრუტალურ კურსს ატარებენ, მიუხედავად მისი წინააღმდეგობისა. ამ ყოველივესთან ერთად, სერიალში ჩანს ესპანეთის სამოქალაქო ომის დაწყების წინაპირობები, კომპანია შპიონაჟს აწარმოებს, ერთ-ერთ ეპიზოდში კი კომპანიის მუშაკები მეფე ალფონსო XIII-ს მძევლადაც კი იყვანენ, რაც რეჟისორებმა მონარქიის კრიზისის უკეთ წარმოსაჩენად გააკეთეს.
მსახიობები და პერსონაჟები
რედაქტირება- ბლანკა სუარესი — ლიდია აგილარ დავილა;
- ანა ფერნანდესი — კარლოტა როდრიგეს დე სენილიოსა;
- ნადია დე სანტიაგო — მარია იმაკულატა „მარგო“ სუარეს პასოსი;
- მეგი სივანტოსი — ანხელეს ვიდალი;
- მარტინიო რივასი — კარლოს სიფუენტესი;
- კონჩა ველასკო — დონა კარმენ დე სიფუენტესი;
- ანხელა კრემონტე — ელისა სიფუენტესი;
- იონ გონსალესი — ფრანსისკო გომესი;
- ანა პოლვოროსა — სარა მილიანი;
- ირია დელ რიო — კაროლინა მორენო;
- ბორხა ლუნა — მიგელ პასკალი;
- სერხიო მური — მარიო პერესი;
- ნიკო რომერო — პაბლო და ხულიო სანტოსები;
- კარლოს კანიოვსკი — ინსპექტორი ბელტრანი;
- ანტონიო ველასკესი — კრისტობალ სუევას მორენო;
- ერნესტო ალტერიო — სებასტიან ურიბე;
- ლუის ფერნანდესი — პედრო გუსმანი;
- დენის პენია — სოფია პერეს ვიდალი;
- რაულ მერიდა — ფელიპე;
- მიგელ დიოსდადო — ისიდრო;
- ალექს ჰაფნერი — ჯეიმზ ლანკასტერი;
- ვალენტინა სენერე — კამილა;
- სიმონ ანდრეუ — რიკარდო სიფუენტეს ი ნავარო;
-
ბლანკა სუარესი, ლიდია აგილარის როლის შემსრულებელი
-
ანა ფერნანდესი, კარლოტა როდრიგესის როლის შემსრულებელი
-
ნადია დე სანტიაგო, მარგო სუარესის როლის შემსრულებელი
-
მეგი სივანტოსი, ანხელეს ვიდალის როლის შემსრულებელი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Ryan, Sarah (May 11, 2017). "Netflix announces 400 new jobs in Europe and two new European original series". Netflix Media Center. Amsterdam. Retrieved June 22, 2018.
- ↑ Zaba, Yenia (March 31, 2016). "From the Director and Producers of Velvet and Gran Hotel, Comes the First Netflix Original Series Shot and Produced in Spain". Netflix Media Center. Amsterdam. Retrieved June 22, 2018.
- ↑ Roxborough, Scott (March 1, 2017). "Netflix Previews European Series 'Dark,' 'Suburra' and 'Cable Girls' in Berlin". The Hollywood Reporter. Retrieved March 1, 2017.
- ↑ "'Cable Girls' Season 5: Netflix Release & What We Know So Far". What's on Netflix. November 24, 2019.
- ↑ @ChicasDelCable (May 28, 2020). "El final de esta historia también lleva tu nombre. Episodios finales el 3 de julio. #LasChicasDelCable" (Tweet) – via Twitter.
- ↑ Rodríguez, Francisco J. López; Bravo, Irene Raya (October 3, 2019). "Teresa Fernández-Valdés and female-produced TV series in Spain. Cable Girls/Las chicas del cable as case study". Feminist Media Studies. 19 (7): 962–976.