ტელენომუსები (ლათ. Telenomus) — სიფრიფანაფრთიანი მწერების გვარი Scelionidae-თა ოჯახისა. აქვთ შავი სხეული, რომლის სიგრძე 0,7—1,5 მმ აღწევს. პარაზიტობენ პეპლების, ბაღლინჯოებისა და ბუზების კვერცხებში. ბუნებრივ პირობებში მრავალი მავნე მწერის რაოდენობის ერთ-ერთი ძირითადი რეგულატორია. ლაბორატორიებში ამრავლებენ მავნებლების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლისათვის.

ტელენომუსები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  სიფრიფანაფრთიანები
გვარი:  ტელენომუსები
ლათინური სახელი
Telenomus

ლიტერატურა

რედაქტირება