ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ტელენოველა — არის სატელევიზიო ფორმატი, რომელიც წარმოადგენს სატელევიზიო სერიალის ან საპნის ოპერის ტიპს, ძირითადად ხასიათდება ეპიზოდური თხრობით, როგორც წესი დრამატულ, მელოდრამატულ ან რომანტიულ ჟანრში, გარდა ამისა მას აქვს დადგენილი სერიების რაოდენობა, რომელიც შეზღუდულია და ძირითადად მერყეობს 60-დან 200-მდე. "ტელენოველა" აერთიანებს სიტყვებს "Tele" (ნიშნავს „ტელევიზია“) და "Novela" (ნიშნავს „რომანს“).

განსხვავებები სხვა ფორმატებთან

რედაქტირება

ტელენოველა იზიარებს გარკვეულ სტილისტურ და თემატურ მსგავსებას ინგლისურენოვანი სამყაროსთვის ნაცნობ საპნის ოპერასთან, თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები, რომელიც მას დამოუკიდებელ ჟანრად აქცევს. ტელენოველებში ამბის თხრობა ხდება მოკლე დროში როგორც წესი ერთი წლის ან ნაკლები პერიოდის განმავლობაში, რაც იწვევს მელოდრამის უფრო სწრაფ, უფრო ლაკონურ სტილში გადმოცემას, მაშინ როცა საპნის ოპერებში ამბის თხრობა შესაძლებელია განუსაზღვრელად გაგრძელდეს, სწორედ ეს ხდის ამ ჟანრს უფრო მოკლეს სხვა სერიალებთან შედარებით, თუმცა მინისერიალებისგან განსხვავებით ტელენოველები ეპიზოდების რაოდენობითაც გამოირჩევა. ტელენოველა ხშირად გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში სოციოკულტურული მესიჯების გადასაცემად, მათ სიუჟეტებში ჩართვის გზით.

თავდაპირველად ფორმატის წარმოება მოხდა ლათინურ ამერიკაში, პირველი ტელენოველა სახელწოდებით „შენი ცხოვრება მე მეკუთვნის“ (ლათ. "Sua vida me pertence") სამაუწყებლო კომპანია "Rede Tupi"-მ გადაიღო 1951 წელს ბრაზილიაში, სწორედ ეს ქვეყანა გახდა პირველი რომელმაც შექმნა ისეთი სატელევიზიო პროდუქტი, რომელიც გამოირჩეოდა მაღალი ბიუჯეტითა და პოპულარობით როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. 1958 წლიდან საზოგადოებაში ქცევის ფორმირების მიზნით ტელენოველების წარმოება დაიწყო მექსიკამ და გადაიღო ფერნანდა ვილელის რომანის მიხედვით შექმნილი პირველი ტელენოველა სახელწოდებით "აკრძალული გზა" (ლათ. "Senda prohibida"). პირველი ტელენოველების მთავარი მახასიათებელი იყო მისი მოკლე ხანგრძლივობა, რომელიც როგორც წესი შედგებოდა 20 სერიისგან, გრძელდებოდა 15-დან 20 წუთამდე და კვირის სხვადასხვა დღეებში გადიოდა.

1990-იანმა წლებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს ტელენოველების საერთაშორისო ექსპორტში, ის გავრცელდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნნებში და ამ პერიოდს ისტორიაში "ტელენოველების სიგიჟე" უწოდეს. 2018 წლიდან გამოჩნდა პოპულარობის გაქრობის ნიშნები.

მსგავსი ჟანრები

რედაქტირება

ტელენოველის მსგავსი ჟანრები მსოფლიოს მასშტაბით არის გავრცელებული და სხვადასხვა დასახელებებს მოიცავს თურქული სატელევიზიო დრამა "Dizi" (თურქეთი), ინდური სატელევიზიო დრამა "Serial" (ინდოეთი), ფილიპინური სატელევიზიო დრამა "Teleserye" (ფილიპინები), ტაილანდური სატელევიზიო საპნის ოპერა "Lakorn" (ტაილანდი), ტელერომანი "Teleromanzo" (იტალია), ტელერომანი "Téléroman" (კანადა, კონკრეტულად კვებეკი), "K-drama" (სამხრეთი კორეა), "J-drama" (იაპონია), "C-drama" (ჩინეთი) და "Sinetron" (ინდონეზია).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტელენოველა“-დან