ტელეგრაფი
ტელეგრაფი (ბერძნულიდან τῆλε — შორი γρᾰ́φω — ვწერ) — მავთულებით სიგნალის გადაცემის საშუალება, კავშირგაბმულობის ერთ-ერთი უძველესი დარგი. ტელეგრაფია, როგორც სამეცნიერო-ტექნოლოგიური დისციპლინა, სწავლობს სატელეგრაფო კავშირის აგების პრინციპებსა და სატელეგრაფო სიგნალების გადაცემის ხერხებს, ქმნის ამ ხერხების სარეალიზაციო აპარატურას, აფასებს სატელეგრაფო არხებით ინფორმაციის გადაცემის ხარისხს.
ტელეგრაფია მოიცავს შემდეგ განყოფილებებს: სატელეგრაფო კოდებს; ბოლო პუნქტის სატელეგრაფო აპარატურას; სატელეგრაფო არხებსა და სატელეგრაფო ქსელებს.
ტელეგრაფიის განსაკუთრებული მიმართულება — ფოტოტელეგრაფია, რომელიც ისტორიულად მის ნაწილს შეადგენს სწავლობს ფაქსიმილური კავშირის პრინციპებს.
პირველი ელექტრომაგნიტური ტელეგრაფი 1832 წელს რუსმა მეცნიერმა პავლე შილინგმა შექმნა.[1] პირველად აპარატის დემონსტრაცია 1832 წლის 21 ოქტომბერს შილინგის ბინაში ჩატარდა. პავლე შილინგმა ასევე შექმნა ორიგინალური კოდი, რომელშიც ყველა ანბანის ასოს თავისი სიმბოლოების კომბინაცია ჰქონდა. ამის შემდეგ ელექტრომაგნიტური ტელეგრაფი აწყობილი იქნა გერმანიაში, კარლ გრაუსისა და კუკა უიტსტონის მიერ. აშშ-ში კი ელექტრომაგნიტური ტელეგრაფი სემიუელ მორზემ დააპატენტა. შილინგის გაუსის და უიტსტონის აპარატები ისრებიან ელექტრომაგნიტურ ტიპს მიეკუთვნება, ხოლო მორზეს აპარატი ელექტრომექანიკურია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 683.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ტელეგრაფი“ ვიკისაწყობში.
- The Porthcurno Telegraph Museum დაარქივებული 2013-09-27 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Samuel F. B. Morse, Examination of the Telegraphic Apparatus and the Processes in Telegraphy, pages 7–8, Philp & Solomons 1869 OCLC 769828711.