სემიუელ ფინლი ბრიზ მორზე (Samuel Finley Breese Morse; დ. 27 აპრილი, 1791, ჩარლსტაუნი, მასაჩუსეტსი ― გ. 2 აპრილი, 1872, ნიუ-იორკი) — ამერიკელი გამომგონებელი და მხატვარი. მის განსაკუთრებით ცნობილ გამოგონებას წარმოადგენს — ელექტრომაგნიტური მბეჭდავი ტელეგრაფი („მორზეს აპარატი“, 1836) და მორზეს ანბანი.

სემიუელ მორზე

სემიუელ მორზე
მშობლიური სახელი Samuel Morse
დაბადების სახელი სემიუელ ფინლი ბრიზ მორზე
დაბადების თარიღი 27 აპრილი, 1791
ჩარლსტაუნი, მასაჩუსეტსი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 2 აპრილი, 1872 (80 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
ალმა-მატერი იელის კოლეჯი
საქმიანობა გამომგონებელი, მხატვარი
ცნობილია როგორც მორზეს ანბანის შემქმნელი
მეუღლე(ები) ლუკრეცია პიკერინგ უოკერი
შვილ(ებ)ი ლეილა მორზე
ჯილდოები
საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი

1844 წლის 24 მაისს ქალაქ ვაშინგტონსა და ბალტიმორს შორის გაიგზავნა პირველი დეპეშა, რომელიც იყენებდა მორზეს მეთოდს.

კოლეჯის დამთავრების შემდეგ 1810 წელს მორზე გახდა კლერკი ბოსტონში, მაგრამ ფერწერა მის მთავარ საქმიანობად რჩებოდა. 1811 წელს მშობლების დახმარებით მორზე ხატვის შესასწავლად გაემგზავრა ინგლისში. იქ მან შექმნა მრავალი ისტორიული ნახატი.

ინლისსა და აშშ-ს შორის 1812 წლის ომის დროს პროამერიკული პოზიცია დაიკავა.

1814 წელს სამშობლოში დაბრუნდა. მაგრამ ამერიკელებმა მისი ისტორიული ტილოები არ დაუფასეს. იმისათვის რომ თავი ერჩინა, იგი დაუბრუნდა პორტრეტებს და მუშაობა დაიწყო ახალ ინგლისში, ნიუ-იორკსა და სამხრეთ კაროლინაში.

1826 წელს მორზე გახდა ნაციონალური სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი პრეზიდენტი იყო 1845 წლამდე. 1832 წელს ევროპიდან ამერიკამდე გემით მგზავრობის დროს, ელექტრომაგნიტის გამოგონების აზრის გავლენის ქვეშ ის ტელეგრაფის შექმნაზე დაფიქრდა.

1837 წლიდან მორზე მეტ დროს უთმობდა თავის გამოგონებას და 1838 წელს შექმნა კოდირებული შეტყობინებისთვის განკუთვნილი, წერტილების და ტირეების სისტემა, რომელიც მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა, როგორც მორზეს ანბანი.

1843 წელს ჩრდილოეთ ამერიკის რესპუბლიკის მთავრობამ მორზეს 30 ათასი დოლარის გრანტი გამოუყო. 65 კილომეტრიანი ხაზი იყო ვაშინგტონსა და ბალტიმორში. 1844 წლის 24 მაისს, პირველი დეპეშა გაიგზავნა ამ ხაზის სიტყვებით: „რა შექმნა უფალმა?“. ეს ფრაზა მორზეს ურჩია მისი მეგობრის ახალგაზრდა ქალიშვილმა ანა ელისვორთმა.

სიცოცხლის ბოლო წლებში, ნორზე ეხმარებოდა კოლეჯებს, ეკლესიებს და ღარიბ მხატვრებს. გარდაიცვალა 1872 წლის 2 აპრილს ნიუ-იორკში.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია: