ტეიმეი
იმპერატორის მეუღლე ტეიმეი (იაპონ. 貞明皇后), დაბადების სახელია სადაკო კუძიო (იაპონ. 九条節子; დ. 25 ივნისი, 1884, ტოკიო, იაპონია — გ. 17 მაისი, 1951, ტოკიო, იაპონია) — იაპონიის იმპერატორ ტაისიოს მეუღლე 1912-1926 წლებში. იაპონიის იმპერატორ ჰიროჰიტოს დედა.
ტეიმეი | |
---|---|
იაპონიის იმპერატორის მეუღლე | |
კორონაცია: | 10 ნოემბერი, 1915 |
მმართ. დასაწყისი: | 30 ივლისი, 1912 |
მმართ. დასასრული: | 25 დეკემბერი, 1926 |
წინამორბედი: | სიოკენი |
მემკვიდრე: | კიოძუნი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 25 ივნისი, 1884 |
დაბ. ადგილი: | ტოკიო, იაპონია |
გარდ. თარიღი: | 17 მაისი, 1951, (66 წლის) |
გარდ. ადგილი: | ტოკიო, იაპონია |
მეუღლე: | ტაისიო, იაპონიის იმპერატორი |
შვილები: | ჰიროჰიტო, იაპონიის იმპერატორი |
დინასტია: | ფუძივარას კლანი |
მამა: | მიჩიტაკა კუძიო |
დედა: | იკუკო ნომა |
რელიგია: | ბუდიზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასადაკო კუძიო დაიბადა 1884 წლის 25 ივნისს ტოკიოში. იგი იყო ფუძივარას კლანის განშტოების, კუძიოს საგვარეულოს მეთაურ მაჩიტაკა კუძიოსა და მისი ცოლის, იკუკო ნომას მეოთხე ქალიშვილი.
1900 წლის 10 მაისს, 15 წლის სადაკო დააქორწინეს იაპონიის კრონპრინც ტაისიოზე. ამის შემდეგ წყვილი ტოკიოში, აკასაკას სასახლეში ცხოვრობდა, რომელიც ტოკიოს საიმპერატორო სასახლის კომპლექსიდან მოშორებით მდებარეობდა. ქორწინებიდან მალევე, 1901 წლის აპრილში მან ვაჟი გააჩინა, სახელად ჰიროჰიტო. ამის შემდეგ, 1750 წლის შემდეგ იგი კრონპრინცის პირველ ოფიციალურ მეუღლედ იქცა და მიენიჭა კრონპრინცესის წოდება.
1912 წლის 30 ივლისს მისი ქმარი იაპონიის იმპერატორი გახდა, ის კი მისი კონსორტი. იმის გათვალისწინებით, რომ იმპერატორ ტაისიოს მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა შერყეული ჰქონდა, კონსორტი ტეიმეი უდიდეს როლს ასრულებდა ქვეყნის მართვაში. იგი მალევე იქცა იაპონური წითელი ჯვრის მფარველად. ტეიმეისა და ტაისიოს ერთმანეთთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, რის შედეგადაც საიმპერატორო წყვილს ოთხი ვაჟი შეეძინა.
მათი მმართველობის პერიოდში გადაიარა პირველმა მსოფლიო ომმა, რა დროსაც იაპონია ომში თითქმის არ ჩაბმულა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ რუსეთის იმპერია გამარჯვების შემთხვევაში აპირებდა გერმანული კოლონიების იაპონიის, საფრანგეთისა და ბრიტანეთისთვის გადანაწილებას, რაც ასეც მოხდა. ომის პერიოდში იაპონია მხოლოდ მცირე ხნით ჩაება, რა დროსაც მან ბრიტანელებს შესთავაზა ჩინეთში მდებარე გერმანული სამხედრო ბაზის, ცინდაოს დაკავება. იაპონია-ბრიტანეთის ჯარებმა 1914 წლის ნოემბერში ერთობლივად შეუტიეს ცინდაოს, რომელიც მალევე დაეცა.
1926 წლის 25 დეკემბერს, იმპერატორ ტაისიოს გარდაცვალების შემდეგ ტახტი ტეიმეის ვაჯმა, იმპერატორმა ჰიროჰიტომ დაიკავა, რომელიც XX საუკუნის დამლევამდე მართავდა ქვეყანას. ამის გამო ტეიმეის „იმპერატორის ქვრივის“ წოდება მიენიჭა. აღსანიშნავია, რომ ტეიმეი სრულიად ღიად ეწინააღმდეგებოდა იაპონიის მეორე მსოფლიო ომში ჩაბმას, რის გამოც ვაჟთან კონფლიქტი ჰქონდა. 1943 წელს, პრემიერ-მინისტრ ტოძიოს ჰიდეკის დაცემის შემდეგ, იგი თავის მესამე ვაჟთან, ტაკამაცუსთან ერთად ცდილობდა იმპერატორზე გავლენის მოხდენასა და ომიდან გამოსვლას.
მიუხედავად იმისა, რომ ტეიმეი მთელი ცხოვრების მანძილზე ბუდისტი იყო, იაპონიის საიმპერატორო კარზე იგი შინტოისტურ რიტუალებს ასრულობდა და ამავე რელიგიის წესების დაცვით ლოცულობდა.
იმპერატორის ქვრივი მეუღლე ტეიმეი გარდაიცვალა 1951 წლის 17 მაისს, 66 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს ქმრის, იმპერატორ ტაისიოს გვერდით ტოკიოში, მუსაშის საიმპერატორო სასაფლაოზე.
ტიტულები და წოდება
რედაქტირება- 25 ივნისი, 1884 - 25 მაისი, 1900: ქალბატონი სადაკო კუძიო;
- 25 მაისი, 1900 - 30 ივლისი, 1912: მისი იმპერიული უმაღლესობა კრონპრინცესა;
- 30 ივლისი, 1912 - 25 დეკემბერი, 1926: მისი იმპერიული უმაღლესობა იმპერატორის მეუღლე;
- 25 დეკემბერი, 1926 - 17 მაისი, 1951: მისი იმპერიული უმაღლესობა იმპერატორის ქვრივი მეუღლე;
- გარდაცვალების შემდეგ: მისი იმპერიული უმაღლესობა იმპერატორის მეუღლე ტეიმეი;
შვილები
რედაქტირება- ჰიროჰიტო (დ. 29 აპრილი, 1901 – გ. 7 იანვარი, 1989), იაპონიის იმპერატორი 1926-1989 წლებში. ცოლად შეირთო კიოძუნი, რომელთანაც შეეძინა შვიდი შვილი, მათ შორის მომავალი იმპერატორი აკიჰიტო;
- იასუჰიტო (დ. 25 ივნისი, 1902 – გ. 4 იანვარი, 1953), პრინცი ჩიჩიბუ, ცოლად შეირთო სეცუკო მაცუდაირა, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
- ნობუჰიტო (დ. 3 იანვარი, 1905 – გ. 3 თებერვალი, 1987), პრინცი ტაკამაცუ, ცოლად შეირთო კიკუკო ტოკუგავა, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
- ტაკაჰიტო (დ. 2 დეკემბერი, 1915 – გ. 27 ოქტომბერი, 2016), პრინცი მიკასა, ცოლად შეირთო იურიკო ტაკაგი, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი;
ჯილდოები
რედაქტირებაეროვნული
რედაქტირება- დაცული განძის სახელობის საპატიო ღირსების ორდენი;
- ძვირფასი გვირგვინის სახელობის საპატიო ღირსების ორდენი;
უცხოური
რედაქტირება- ესპანეთი: დედოფალ მარია ლუიზა პარმელის სახელობის საპატიო ორდენის რიგით 1060-ე კავალერი;
გალერეა
რედაქტირება-
კრონპრინცესა სადაკო კუძიო 1900 წელს, თავისი ქორწილის დღეს
-
იმპერატორის მეუღლე ტეიმეი 1912 წელს, თავისი ტახტზე ასვლის დღეს
-
ტეიმეის ოთხი ვაჟი. მარჯვნიდან მარცხნივ: ჰიროჰიტო, ტაკაჰიტო, ნობუჰიტო და იასუჰიტო
-
იმპერატორის მეუღლე ტეიმეი და უელსის პრინცი (შემდგომში ედუარდ VIII) 1922 წელს
-
1923 წელს იმპერატორის მეუღლე სტუმრობს კანტოს დიდი მიწისძვრის დროს დაზარალებულებს
-
იმპერატორის ქვრივი ტეიმეი და მისი შვილიშვილი, პრინცი აკიჰიტო, (შემდგომ იმპერატორი აკიჰიტო) 1949 წელს.
-
მარცხნიდან მარჯვნივ: პრინცესა კაცუკო, ტოშიმიჩი ტაკაცუკასა, იმპერატორი ჰიროჰიტო, იმპერატორის მეუღლე კიოძუნი და იმპერატორის ქვრივი ტეიმეი 1950 წელს.
-
იმპერატორის მეუღლე ტეიმეის მავზოლეუმი
ლიტერატურა
რედაქტირება- Bix, Herbert P. (2000). Hirohito and the Making of Modern Japan. New York: HarperCollins. ISBN 978-0-06-019314-0; OCLC 247018161
- Fujitani, Takashi. (1998). Splendid Monarchy: Power and Pageantry in Modern Japan.. Berkeley: University of California Press. ISBN 978-0-520-20237-5; OCLC 246558189—Reprint edition, 1998. ISBN 0-520-21371-8
- Hoyt, Edwin P. (1992). Hirohito: The Emperor and the Man. New York: Praeger Publishers. ISBN 978-0-275-94069-0; OCLC 23766658